10 წლის ყრუ-მუნჯ გოგონას მოხუცი ცოლ-ქმარი 10 წელი აუპატიურებდა


გოგონა ათი წლის განმავლობაში ბნელ სარდაფში ჰყავდათ დამწყვდეული.
ბრიტანეთში 88 წლის ილიას აშარისა და მისი 66 წლის მეუღლის სასამართლო პროცესი გრძელდება. წყვილმა 10 წლის პაკისტანელი ყრუ-მუნჯი გოგონა მონად გადააქციეს.
გოგონა ათი წლის განმავლობაში ბნელ სარდაფში ჰყავდათ დამწყვდეული, მას აიძულებდნენ შეესრულებინა ყველანაირი ''სახლის სამუშაო'', მასზე ფიზიკური ძალადობის გარდა, სექსუალური ძალადობაც ხორციელდებოდა. 

როგორც სასამართლომ დაადგინა, ამ ველაფერში მონაწილეობას მოხუცების 24 წლის ქალიშვილის იღებდა.
გოგონამ ჟესტებით მისცა ჩვენება, თუ როგორ ეძინა ბნელ სარდაფში ბეტონზე და როგორ ძალადობნენ ათი წლის განმავლობაში მასზე.
'"მე ვიყავი ძალიან სუსტი, რადგან ყოველ დღე მძიმე სამუშაოს ვასრულებდი.რეცხვა, დალაგება, საჭმლის მომზადება - ეს ჩემი ცხოვრება იყო. ისინი ყოველ დღე მირტყამდნენ, ზოგჯერ უმიზეზოდაც...ძირითადად სახეში''.
გოგონა ობოლია, იგი წყვილმა ათი წლის ასაკში პაკისტანიდან ჩამოიყვანა.მოხუცი წყვილი გოგონას სახელზე სოციალურ დახმარებასაც იღებდა. დაზარალებული 20 წლისაა, მას არასდროს უვლია სკოლაში. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობაც შერყეულია.
მოხუცებსა და მის ქალიშვილს ბრალი ადამიანების უკანონო ვაჭრობაში, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და არასწრულწლოვანის გაუპატიურებაში ედებათ. თუკი სასამართლომ მათი და 24 წლის ქალიშვილის ბრალეულობა დაამტკიცა, მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებთ.


წყარო: dainteresdit.ge