ნანუკა ჟორჟოლიანი დავით ნარმანიას ნახევრადშიშველ ფოტოს გამოეხმაურა - ''მიშას ფოტოებზე ხომ არაფერს ვამბობ''...

გუშინ სოციალურ ქსელში, ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას სანაპიროზე გადაღებული ფოტო გავრცელდა. ფოტო, რომელზეც ნარმანია საზამთროს ჭრის, ნაციონალების მხარდამჭერების ნაწილმა გაიზიარა, რასაც სოციალურ ქსელში საერთო გაღიზიანება მოჰყვა.

მართალია, ნანუკა ჟორჟოლიანს სურათი თავის კედელზე არ გამოუქვეყნებია, მაგრამ მერობის კანდიდატის სურათზე სიცილს სოციალურ ქსელში სტატუსით გამოეხმაურა:



''ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი ფოტოა ნარმანია - სანაპიროზე. მართლა ჩვეულებრივი ფოტოა და ასეთი ალბათ ბევრს აქვს გადაღებული. 

ნუ არაესთეტიკური ნამდვილად არის (სულ რომ ნარმანიასი არ ყოფილიყო ). არ გავიზიარებ არასოდეს მსგავსს, მაგრამ მიკვირს იმ ადამიანების შფოთვა, რომლებიც იგივე წარმატებით აზიარებენ წინა ხელისუფლების ფოტოებს. 

შეგახსენებთ, ვისაც არ გახსოვთ: ბენდუქიძე აუზზე, წიკლაურის სელფი აბაზანაში, (ერთი თვე ეს ფოტო ყველას ჰქონდა გამოქვეყნებული) გიგი საკუთარ ცოლთან ერთად, მიშას ფოტოებზე ხომ არაფერს ვამბობ. 

აღარაფერს ვამბობ კეზერაშვილს ნანა ლეჟავამ გამოძიება რომ ჩაუტარა ფოტოზე, რომელიც საკუთარ ცოლთან ქონდა გადაღებული ცეკვის დროს. მაშინაც მარაზმი იყო რაც ხდებოდა, ისტერიკა და გამოძიებები და ეხლაც მარაზმია რაც ხდება. მაგრამ მიკვირს რომ გიკვირთ'' - წერს ჟორჟოლიანი