ნეიმარმა ტრავმა მიიღო!

ნეიმარმა ტრავმა მიიღო!
ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი და მთავარი იმედი ნეიმარი დაშავდა!

დღევანდელ ვარჯიშზე 22 წლის ფეხბურთელი დაეცა და ტერფი ეტკინა. საჭირო გახდა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილია პირველ მატჩს ხუთშაბათს ღამით ხორვატიასთან გამართავს.