პელეს შვილს პატიმრობა 33 წლით მიესაჯა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის შვილი ციხეში მიდის.
პელე ედინიოს, რომელიც “სანტოსის” მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა, თავისუფლების აღკვეთა 33 წლით მიესაჯა. მას ბრალი ედება ნარკოტიკებით ვაჭრობისგან მიღებული ფულის გათეთრებაში.
თავად ედინიო აღიარებს, რომ ნარკომანია, თუმცა ნარკოტიკების გაყიდვასთან მას არანაირი შეხება არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ის პირველად ჩაჯდა ციხეში. საქმე მაშინაც ნარკოტიკებს ეხებოდა.
წყარო: BBC