პოროშენკოს ინაუგურაციაზე მოსაწვევის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი, დახმარების თხოვნით კლიჩკოს დილის 7 საათზე სახლში დაადგა

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალზე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოსაწვევი გამოწერილი არ იყო.

ამის შესახებ გაზეთი „ალია“ დღევანდელ გამოცემაში წერს.

გაზეთის წყაროს ინფორმაციით, როგორც კი სააკაშვილმა იგრძნო, რომ ინაუგურციაზე არ ეპატიჟებოდნენ, პოროშენკოს ადმინისტრაციაში ერთი მაღალჩინოსანი ნაცნობი გამოძებნა და სთხოვა, მოსაწვევი გამიკეთე ჩემზე და სანდრაზეო, ოღონდ ისე, რომ გიორგი მარგველაშვილი ჩემს უკან მოხვდესო, მაგრამ პოროშენკოს ადმინისტრაციაში მომუშავე მაღალჩინოსანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი პრეტენზიებითურთ, - დაიკიდა.


„ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დილის შვიდ საათზე თავქუდმოგლეჯილი გარბის ვიტალი კლიჩკოსთან, ხვდება სადარბაზოსთან, უჯდება მანქანაში და ეუბნება: რაკი ჩემს სახელზე არ არის მოსაწვევი, შენ თვითონ მომიგვარებ ამ საქმეს და შენ თვითონ წამიყვან ინაუგურაციაზეო. 

რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მისი ინაუგურაციაზე შეყვანა დავალებული ჰქონდა კლიჩკოს დაცვის უფროსს, რომელსაც ცოტა არ იყოს გაუჭირდა ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ მიშა წაეხმარა. როდესაც იგი კლიჩკომ „შეაპარა“, მერე შიგნიდან დაუწყო პოლიციას „კაჩაობა“, ჩემი ცოლია გამოატარეთ, მოსაწვევი სახლში დარჩაო“-წერს გაზეთი.