შემზარავი ისტორია, რატომ გარდაიცვალა 13 წლის გოგონა ქორწილის პირველივე ღამეს?

ქორწილი- ყველას კარგად მოგეხსენებათ ბედნიერებასთან ასოცირებული დღეა, დღე, როდესაც ვდგამთ ნაბიჯს ახალ სამყაროში და რომელსაც ცხოვრების ნებისმიერ მომენტში ტკბილად და ლამაზად ვიგონებთ. თუმცაღა იემენის მკვიდრის Ass Ilham al Mahdi-სათვის ქორწილის დღე ბედნიერებისთვის პირველი, ღამე კი უკანასკნელი აღმოჩნდა. შემზარავი ტრაგედია 13 წლის ასს ილჰამს სწორედ ქორწინების "პირველ ღამეს" დაატყდა, როდესაც მშობლების ნებასურვილისამებრ ასაკოვან მამაკაცს გაყვა ცოლად.


გოგონას ორგანიზმი არ იყო ჩამოყალიბებული ცოლ-ქმრული ცხოვრებისათვის, თუმცაღა მისი უარი ქმარმა არ მიიღო და დატკბა "ძალდატანებით"- არსებული რეალობით, რის გამოც ილჰამმა ბევრი სისხლი დაკარგა. უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა ნათესავებმა ოთახში მას მერე ნახეს, რაც მისი გარეთ გამოსვლა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მოხერხდა. შეშფოთებულებმა მაშინვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში ილჰამი, თუმცა მედიკების 4 დღიანი მცდელობის მიუხედავად, ვინაიდან შინაგან სისხლდენებსაც ჰქონდა ადგილი, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ილჰამის მეუღლეს კანონმა წაუღენა ბრალი- თუ რატომ მიატოვა მან გოგონა უგონო მდგომარეობაში სასტიკი მოქცევის შემდეგ, თუმცა ვერაფერს გახდა, რადგან ქმარმა გოგონა კანონიერად გააუპატიურა.