ბრინჯის კისელი წმენდს სისხლძარღვებს და კუჭ-ნაწლავს. გარდა ამისა, ის ათავისუფლებს ზედმეტი კილოგრამებისგან.
თუ საუზმეს ამ კისელით ჩაანაცვლებთ, მარტივად დაიკლებთ ერთ კვირაში 3 კილოგრამამდე.
გამაჯანსაღებელი კისელის მიღების წესი ასეთია:
უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ერთი ჭიქა ბრინჯის კისელი, რომელშიც გარეული იქნება ერთი სუფრის კოვზი დაფქული წიწიბურა და მწიკვი დარიჩინი. ორგანიზმის გაწმენდის კურსი – ერთი კვირაა.
ბრინჯის კისელის მომზადების წესი:
1. აიღეთ ნახევარი ჭიქა ბრინჯი, გაარჩიეთ და გარეცხეთ. დაასხით წყალი იმდენი. რომ კარგად დაფაროს ბრინჯი და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და კვლავ დაასხით 2-2.5 ლიტრი ცივი წყალი და ხარშეთ ზომიერ ცეცხლზე 1.5-2 საათი იქამდე, სანამ ბრინჯი არ ჩაიშლება. ხარშვის დროს ურიეთ, არ დაახუროთ სახურავი იმისათვის, რომ ზედმეტი წყალი აორთქლდეს. ამის მერე გადმოდგით ცეცხლიდან და დააბლენდერეთ. დაუმატეთ 50 გრ შაქარი, მწიკვი მარილი; დაუმატეთ წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე და კვლავ დადგით ცეცხლზე, ახლა უკვე 5-10 წუთით.
შემდეგი რეცეპტი:
2. ნახევარი ჭიქა გარეცხილი და გარჩეული ბრინჯი დაალბეთ 2 საათი წყალში, შემდეგ გადაწურეთ, შედგით ღუმელში იქამდე, სანამ სრულიად არ გამოშრება. შემდეგ დაფქვით წმინდად, ჩაყარეთ ბრინჯის ფქვილი ქვაბში, დაასხით რძე, დაუმატეთ 50 გრ შაქარი, მწიკვი მარილი და ხარშეთ 10-15 წუთი.
ორივე რეცეპტით მომზადებულ კისელს (ხარშვისას) შეგიძლიათ დაუმატოთ ნახევარი ჭიქა დაფქული წიწიბურა და მწიკვი დარიჩინი. ეს ორი ინგრედიენტი ეფექტს გააძლიერებს.