თინა ხიდაშელი ბოდიშს იხდის

ხიდაშელი სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
"1. დღეს "მაესტროს" ეთერში ალბათ ზედმეტად გავბრაზდი, ვიცი, რომ როდესაც ეთერში ხარ ემოციას არ უნდა მისცე გასაქანი. ეს ვიცი, მაგრამ ხანდახან არ გამომდის. მავიწყდება რომ ჟურნალისტს არ ვესაუბრები, ვესაუბრები მაყურებელს, მოსახლეობას და ამიტომ ბოდიშს ვიხდი. 
2. გავბრაზდი იმიტომ რომ კითხვამ გამაოცა. 

3. გამაოცა იმიტომ, რომ მგონია, მარტო ჩვენ კი არა, ყველა უნდა ზეიმობდეს ამ არჩევნებს, მის შედეგებს, ყველა განურჩევლად იმისა ვის მივეცით ხმა, ან საერთოდ ვინმეს მივეცით თუ არა. 
4. ამ ერთ ფოტოზე ყველაფერია. ზეიმის მიზეზი, სიამაყის მიზეზი, აღტაცების საფუძველი და ხანდახან ხელისუფლება რომ შეიძლება შეაქო იმისთვის რაც ისედაც უნდა ხდებოდეს და გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ არასოდეს ხდებოდა, სიახლეა და თანაც ცალსახად ჩანს დამოკიდებულება. 
ეს მონაცემი ცესკოს გვერდზე დევს ამ წუთს და მგონია, რომ ძალიან მაგარია. ამ არჩევნებში სახელმწიფოდ რომ ვიქეცით, დემოკრატია ორ ფეხზე რომ მყარად დადგა და კიდევ ბევრი რამ, რის გამოც ერთმანეთს შედეგები უნდა მივულოცოთ საუკეთესოდ ჩანს.

(გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენი #41 კანდიდატის შედეგს დააკვირდით",- წერსა თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე