თეა წულუკიანი ქორწინების საზეიმო ცერემონიას ჩაატარებს

გორის იუსტიციის სახლში დღეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ქორწინების სახლი საზეიმოდ გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, პირველად ქორწინების რეგისტრაციის ისტორიაში, წყვილის ირინე კორინთელისა და იოსებ ძურძუკის ქორწინების საზეიმო ცერემონიას პირადად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჩაატარებს. 

"ცნობისთვის, პირველი წყვილი გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის სოფლების აძვისა და ახალუბნის მკვიდრები არიან. აღსანიშნავია, რომ ქალაქ გორში წლების განმავლობაში ქორიწინების რეგისტრაცია წარმოებდა ი.სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლში, რომელმაც ფუნქციონირება 2004 წელს შეწყვიტა", -აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 


იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ათი წლის შემდეგ, ქალაქ გორისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მცხოვრებლებს საშუალება მიეცათ ქორიწინება, საზეიმო რიტუალის თანხლებით, თანამედროვე სტანდარტების, უახლესი დიზაინით შექმნილ ქორწინების დარბაზში დაარეგისტრირონ. 
"აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ახლახან შეიცვალა ქორწინების მოწმობის ძველი დიზაინი და მიმდინარე თვიდან საქართველოში ყველა დაქორწინებულ წყვილს ახალი დიზაინის, ორიგინალური ქორწინების მოწმობა გადაეცემა. ამ დრომდე უკვე გაიცა 1901 ქორიწნების მოწმობა, აქედან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლებს 943 –მა წყვილმა ძველი ქორწინების მოწმობის ახლით შეცვლის თხოვნით მიმართა" ,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. 

მათივე ინფორმაციით, სერვისების განვითარების სააგენტოს გორის ქორწინების სახლი დ. გურამიშვილის ქუჩა #5–ში გორის იუსტიციის სახლში მდებარეობს. ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა (დასვენების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი). მოქალაქეთა მიღება წარმოებს: 09:30–დან 17:00 საათამდე. 

აღნიშნულ სამსახურში, ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური საზეიმო მომსახურების საფასური 50 ლარი იქნება. 
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე წელს საქართველოში 10000–ზე მეტი წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, ყველაზე მეტმა წყვილმა მიმდინარე წლის თებერვალში მოაწერა ხელი.2014 წელსქალაქგორში 343 წყვილიდაქორწინდა. 

სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკით, გასულ წელს 34 394 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2012 წელს – 29 932 წყვილის, 2011 წელს – 30 861, 2010 წელს – 34 449, 2009 – 31 796 

წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო 2008 წელს 24 696 წყვილმა მოაწერა ხელი. 
"რაც შეეხება, ასაკობრივ ჯგუფებს, საქართველოში ყველაზე ხშირად 20-25 წლამდე ქალბატონები იგივე ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებზე ქორწინდებიან, თითქმის იმავე ინტენსივობით 20-დან 25 წლამდე ქალბატონები მეუღლედ 25-დან 30 წლამდე მამაკაცს ირჩევენ და ხშირად 25-დან 30 წლამდე ქალბატონები იმავე ასაკის მამაკაცებზე ქორწინდებიან", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.