ირინა ონაშვილი - "აღარ მიყვარხარო, ბღაოდა"

"ორ ვარსკვლავში" მონაწილეობის გამო ირინა თავისი 2 წლის საბასთვის ვერ იცლიდა. ახლა გეგმავს როგორ დაისვენოს შვილთან ერთად. დღევანდელი "პრაიმტაიმის" ნომერში ირინას ინტერვიუა. ვრცლად იქ წაიკითხეთ, ჩვენ ამონარიდს გთავაზობთ.  

 ირინა ონაშვილი: საბა ორი წლისაა და ჯერ ქალაქგარეთ არ მყოლია გაყვანილი. ჩაფიქრებული მაქვს, სულ რომ ვკდებოდე, ეს ზაფხული უნდა ვატარო - მთაშიც და ზღვაზეც. ორი თვე უნდა ვატარო, ზამთარს გაკაჟებული უნდა შევხვდეთ. პროექტში ყოფნის დროს საბასთვის რომ ვერ ვიცლიდი, ტელევიზორში არ მიყურებდა, აპროტესტებდა. ლადო ეძახდა, მოდი, ირინა მღერის უყურეო, არ მოდიოდა, საერთოდ არ უნდოდა ეკრანისკენ გახედვა. შინაგანი პროტესტი ჰქონდა.


- როგორი დედა ხარ?

- ყურადღებიანი, ყველაფერი მაინტერესებს, კვებით  დაწყებული ჩაცმით დასრულებული. მიყვარს კულტურული ბავშვები. სულ რაღაცას ვასწავლით. ძიძა მეხმარება, ძირითადად მანანას გაზრდილია. დედობამ ყველაფრით შემცვალა. ადრე თუ მარტივად მწყინდა და ვბრაზდებოდი, ახლა ასე არ ვარ. ბავშვი უდიდესი სტიმულია. მინდოდა თბილი ყოფილიყო და ასეც არის. ჩემ დაზე გიჟდება, დაუნახავს მუხლი უჩანს, მივა და აკოცებს. მხარზე მკოცნის, თბილია საბა. ამით ყველას კიდევ უფრო აგიჟებს. ჩემ დიშვილებზე, თავის და-ძმაზე გიჟდება. ძმაზე გადარეულია, თან იკუ ასაკით შედარებით მისი ტოლია. დასაძინელბლად რომ შევიყვანე და იკუს მოვაშორე, აღარ მიყვარხარო, ბღაოდა, იკუ მინდაო. ლადო კარგი მამაა. ეს მანამდეც ვიცოდი. ექიმთან თუ არიან წასაყვანი, ყველაფერს გადადებს და მიჰყავს. სხვა რამე რომ ვთხოვო, შეიძლება ვერ მოიცალოს, შვილებისთვის სულ სცალია. ლადომ კითხა, საბა ვისიაო და იმან ირინასიო, უპასუხა და ლადო გაბრაზდა. ენატლიკინა და მაიმუნი ბავშვია. დილით წამოყოფს თავს - თქვენთან მინდაო და გადმოგვიხტება საწოლში.