17 წლის ბელგიელ გოგონასთან დადებული კონტრაქტი L'Oreal-მა ამ ფოტოს გამო გაწყვიტა



17 წლის ბელგიელი გოგონას აქსელ დესპიგელერეს ცხოვრებაში ბოლო ერთი თვე სიზმარს ჰგავდა, რომელიც ერთდროულად, ზღაპრულიცაა და საბოლოდ, კოშმარულიც.

ჯერ იყო და, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურვ ეტაპზე ტრიბუნებიდან ბელგიის ნაკრების აქტიური მხარდაჭერის გამო აქსელი მეორე დღესვე კომპანია L'Oreal-ის სახე გახდა -

მატჩის დროს, რომელშიც ბელგიამ 1:0 დაამარცხა რუსეთის ნაკრები, გოგონა რამდენჯერმე გამოჩნდა ეკრანზე, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მსოფლიოში ცნობილი გამხდარიყო სულ რაღაც ორი დღის განმავლობაში - მას კონტრაქტი სწორედ ამ პერიოდში გაუფორმეს.


მაგრამ, როგორც ჩანს, აქსელს კიდევ ერთხელ ელოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ოღონდ, ამჯერად, ბედმა მას ირონიულად გაუღიმა: სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც ბელგიელი გოგონას „ფეისბუქის“ პირად პროფილში იყო ატვირთული.

ფოტო აფრიკაშია გადაღებული და მასზე აქსელი მონადირებულ აფრიკულ გაზელთან ერთადაა გადაღებული (ანტილოპების ქვეოჯახის ჩლიქოსანთა 7 გვარის კრებითი სახელწოდება. არსებობს გაზელის 19 სახეობა. გავრცელებულია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიისა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის უდაბნოებსა და სტეპებში (ვიკიპედია).

ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ L'Oreal-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ წყვეტს კონტრაქტს აქსელ დესპიგელერესთან. 17 წლის ბელგიელ გოგონას ისღა დარჩენია, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ისევ გამოჩნდეს ეკრანებზე და რომელიმე კომპანიის ყურადღება მიიქციოს, თუმცა, მანამდე ნადირობაზე უარი უნდა თქვას.

ბექა ბერულავა


loreali-xariremi.jpg