9 წლის ბიჭმა ცოლად 62 წლის ქალი მოიყვანა

ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი 9 წლის სანელე მასილელა 62 წლის საცოლეს კოცნის, რომელიც იძულებულია, რომ დაიხაროს, რათა თავის მინიატურულ საქმროს ამბორით უპასუხოს. საცოლე ბიჭუნაზე თითქმის 7-ჯერ უფროსია. იმ დროს, როდესაც წყვილი ერთმანეთს ეამბორება,
ქალის ქმარი - 66 წლის ალფრედ შაბანგუ იქვე დგას და ამ ყველაფერს უყურებს. მისი და რამდენიმე სტუმრის სახის გამომეტყველებით ჩანს, რომ ისინი არც თუ ისე აღფრთოვანებულები არიან ამ ქორწილნებით.

წყვილმა მსგავსი ცერემონია 2013 წელსაც გადაიხადა, მაგრამ მათ მეორეჯერაც იქორწინეს, რათა თავიანთი ერთობა ოფიციალური გაეხადათ.