"ადამიანები ციდან ცვიოდნენ" - საზარელი კადრები თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან (+18)

უკრაინული მედიასაშაუალება Inform News ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელიც მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის ადგილზეა გადაღებული. 

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია 17 ივლისს, დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში მოხდა. თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, სულ 298 ადამიანი დაიღუპა - 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი.
ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.