როგორ უპასუხა სააკაშვილმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის აგრესიულ კითხვას

"აგრესიულად მკითხა, “ანუ გვირჩევთ, რომ ევროპამ რუსეთი უნდა დაბომბოს?”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მომხდარ ტრაგედიაზე დასავლეთის საპასუხო ქმედებებს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.

„რის გაკეთება შეუძლია ევროპას პუტინთან დაკავშირებით.

რამდენიმე კვირის წინ, "German Marshall Fund”-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც მე დასავლეთის საპასუხო მოქმედებები გავაკრიტიკე უკრაინასთან მიმართებაში,
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც მოისაზრება ევროკავშირის მომავალ უმაღლეს წარმომადგენელად საგარეო პოლიტიკის საკითხებში - აგრესიულად მკითხა, “ანუ გვირჩევთ, რომ ევროპამ რუსეთი უნდა დაბომბოს?” რაზეც მე ვუპასუხე: “მაშ, ევროპა უნდა დაელოდოს, სანამ რუსეთი მას პირველი დაბომბავს?", - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

რამდენიმე დღის წინ, მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად შედეგად ბორტზე მყოფი 285 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა.