აიღეთ ჩვეულებრივი ბრინჯი, იმდენი სუფრის კოვზი, რამდენი წლისაც ხართ. გარეცხეთ, ჩაყარეთ ქილაში, დაასხით თბილი, ანადუღარი წყალი, დაახურეთ სახურავი და შედგით მაცივარში.
დილით ბრინჯს წყალი გადაუღვარეთ, აიღეთ ქილის ზედაპირიდან ერთი სუფრის კოვზი ბრინჯი და ხარშეთ 3-4 წუთი მარილის გარეშე. მიირთვით უზმოზე, დილის 8-ის ნახევრამდე.
დარჩენილ ბრინჯს კვლავ დაასხით ანადუღარი, თბილი წყალი და შედგით მაცივარში. მეორე დილით კვლავ გამოიღეთ, გადაღვარეთ წყალი, აიღეთ ზედაპირიდან ერთი სუფრის კოვზი ბრინჯი და ხარშეთ 3-4 წუთის განმავლობაში, კვლავ მიირთვით უზმოზე, დანიშნულ დროს. ასე იმეორებთ ყოველ დილით იქამდე, სანამ ბრინჯი ბოლომდე არ გამოილევა.
მეთოდის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ბრინჯის მარცვალს აქვს კრისტალური სტრუქტურა. როცა მარცვლებს წყალში ალბობთ, თქვენ იქიდან სახამებელი გამოგაქვთ, ხოლო მარცვლებზე ჩნდება უჯრედები.
ბრინჯის ფაფა კუჭში კი არა, ნაწლავებში გადამუშავდება და მარცვლები მოქმედებს, როგორც ადსორბენტი.
მკურნალობის კურსის შემდეგ არა მხოლოდ ორგანიზმი გაჯანსაღდება, არამედ თქვენი კანიც სულ სხვა, ახალგაზრდულ და ჯანმრთელ იერს მიიღებს.
დაიცავით ერთი პირობა: ბრინჯის მიღების შემდეგ, 3 საათის განმავლობაში არ უნდა დალიოთ წყალი და არ ჭამოთ არაფერი.
ჯანმრთელობას გისურვებთ!