გუშინ კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის უფროსი ვაჟის, ლევანიკოს დაბადების დღე იყო. ბუბუ 5 წლის გახდა. მშობლებმა უფროს ვაჟს დაბადების დღე წყნეთში აღუნიშნა. იუბილარი, მისი ძმა და მეგობრები ანიმატორების გარემოცვაში კარგად გაერთნენ. ბუბუს სიმბოლურად ეზოში ვარსკვლავიც გაუხსნეს. მშობლებმა ლევანიკოს ტრადიციად უქციეს იუბილის ასე საზეიმოდ აღნიშვნა.