ჩვილებს 15 მეტრის სიმაღლიდან ძირს აგდებენ- საზარელი რელიგიური რიტუალი ინდოეთში (+ვიდეო)

mshoblebi
მსოფლიოში არაერთი სარწმუნოება და უამრავი რელიგიური რიტუალი არსებობს, მათ შორის ბევრი შემზარავიც. ასეთი გახლავთ ინდოეთში ე.წ. "ბავშვების გადაგდების" რიტუალი, რომელიც მახარაშტრას შტატში, გრიშნეშვორის ტაძარში ტარდება.
ის ყველაზე სახიფათო წეს-ჩვეულებად მიიჩნევა რელიგიურ რიტუალებს შორის. სახელწოდებიდანვე ჩანს, რომ მისი აღსრულებისას ბავშვებს სადღაც ისვრიან. ამ მისიისთვის ერთიდან ორ წლამდე ბავშვებს ირჩევენ. ისინი ტაძრის აივანზე აჰყავთ და 15 მეტრის სიმაღლიდან ძირს აგდებენ.


გადაგდებული ბავშვების მშობლები მიიჩნევენ, რომ საშიში არაფერია - პატარების მამებს ქვემოთ ზეწარი აქვთ გაჭიმული და ბავშვები ზედ ენარცხებიან. ზოგჯერ უბედური შემთხვევებიც ფიქსირდება, თუმცა ბავშვები სასიკვდილო დაზიანებებს ძალიან იშვიათად იღებენ. ადგილობრივი სულიერი ლიდერები ირწმუნებიან, რომ ბოლო 150 წლის განმავლობაში ამ წესის აღსრულებისას "მხოლოდ" 3 ბავშვი დაიღუპა. 





ინდუსებსა და იქაურ მუსლიმებს სწამთ, რომ ამ პროცედურის შემდეგ ბავშვები უფრო ჯანმრთელები, იღბლიანები და ჭკვიანები ხდებიან. 

რიტუალს 700-წლიანი არსებობის ისტორია აქვს. მორწმუნეები მასში არაჰუმანურსა და სასტიკს ვერაფერს ხედავენ. დარწმუნებულნი არიან, რომ "გადაგდების" შემდეგ ბავშვი ცხოვრებაში წარმატებული ადამიანი დადგება. 

სამაგიეროდ, ბავშვებს ძალიან ეშინიათ. ბევრი მათგანი ფსიქიკურ ტრავმასაც იღებს. ამ პროცედურის შემდეგ ბავშვები ნაკლებად კონტაქტურნი ხდებიან და განვითარების ჩამორჩენაც აღენიშნებათ. 


http://www.geworld.ge/