მგზავრსა და ყვითელი ავტობუსის მძღოლს შორის კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა

ავტობუსის მძღოლს მგზავრი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც დაზარალებული გარდაიცვალა. გარდაცვლილი მძღოლი #19 სამარშუტო ხაზზე მუშაობდა. შემთხვევა ფონიჭალის ბოლო გაჩერებაზე დაახლოებით 12.00 საათისთვის მოხდა. თვითმხილველების განცხადაბით მგზავრსა და მძღოლს შორის შელაპარაკება მასშემდეგ დაიწყო , რაც მძღოლმა მგზავრს მიმართა, რომ ის წინა სკამზე არ დამჯდარიყო. მათივე ინფომაციით მგზავრმა 45 წლმადე მამაკაცს დაარტყა, რის შედეგადაც ის დაეცა და თავი დაიზიანა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა „პირველ რადიოს“ განუცხადა, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლლობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით მკვლელობა ამ ეტაპზე არ დასტურდება, გამოძიება მიმდინარეობს და დანარჩენი დეტალები მოგვიანებით გაირკვევა.