ჰქონდა თუ არა კიწმარიშვილს ფინანსური პრობლემები?

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორისაა თვითმკვლელობა, რომელიც თითქოსდა ფინანსური პრობლემებით იყო გამოწვეული.

"გურია ნიუსმა" კიწმარიშვილის ქონებრივი დეკლარაცია მოიძია, რომელიც მან 2008 წელს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩად მუშაობის დროს შეავსო. 

უძრავი ქონება: ბინა რუსთავში, ღირებულება- 12000 დოლარი; ფართი ჭავჭავაზის გამზირზე 700 კვმ -1 200 000 დოლარი; ბინა გუდაურში- 210 000 დოლარი; ბინა ნიკოლაძის ქუჩაზე- 300 000 დოლარი; ბინა ნიუ- იორკში- 3 მლნ 250 ათასი დოლარი; ბინა ბათუმში 100 000 დოლარი.


ასევე, მიწის ნაკვეთები ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში.

მოძრავი ქონება: ფერწერული ტილო . ლადო გუდიაშვილი "ბედნიერების მოლოდინში 100 000 დოლარი; დავით კაკაბაძე "აბსტრაქცია" დეკორატიული მოდელი -100 000 დოლარი; ლადო გუდიაშვილი -" თამარი" 10 000 დოლარი; დავით კაკაბაძე "კოსტიუმის ესკიზი" -7 000 დოლარი; გიგო გაბაშვილი "შუა აზია და აღმოსავლური ბაზარი" 8 000 დოლარი.

ამასთან ყველა ფერწერული ტილო კიწმარიშვილს 2004 წელს აქვს შეძენილი.

ამ პერიდში კიწმარიშვილებს ჰყავდათ ოთხი ძვირადღირებული ავტომანქანა. მათ შორის, 80 000 დოლარად ღირებული მერსედეეს ბენცი, 60 000 ღირებული BMW. 40 000 დოლარად შეფაასებული ტოიოტა პარდო და 90 000 დოლარად ღირებული მერესედეს ბენცი. 

ეროსი კიწმარიშვილს ჰყავდა სამი შვილი და მეუღლე - ია კიწმარიშვილი, რომელიც შპს "აი სი მოდელ მენეჯმენტის" შპს "იმიჯ-ცენტრის" და 100 % წილის მფლობელია.