ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში "ბოიგნ -777"-ის ერთ-ერთი მსხვერპლის ჩემოდანში იქექებოდა

ბრიტანული ტელეარხის SkyNews-ის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა საკუთარი ჟურნალისტის, კოლინ ბრეიზერის საქციელისთვის ბოდიში მოეხადა, რომელმაც პირდაპირ ეთერში უკრაინაში ჩამოგდებული "ბოიგნ 777"-ის ერთ-ერთი მგზავრის ჩემოდანში არსებულ ნივთებში ქექვა დაიწყო. ჟურნალისტის საქციელმა როგორც ტელემაყურებლების, ისე მისი კოლეგების კრიტიკა გამოიწვია. ისინი თვლიან, რომ ასეთი საქციელი უბრალოდ დაუშვებელია.