ჯანჯაფილის კოქტეილის დიეტა - დაიკელით 2 კილო 2 დღეში

ცნობილი დიეტოლოგის სიდნი სასის რეცეპტით უკვე დაიკლო არაერთმა ჰოლივუდის სუპერ ვარსკვლავმა. 2 კილო 2 დღეში! როგორ? ყველაფერი ძალიან მარტივია!


დაგჭირდებათ:

- 8 ჭიქა წყალი
- 1 ჩ.კ. გახეხილი ჯანჯაფილი
- 1 კიტრი, გაფცქვნილი და თხელ რგოლებად დაჭრილი.
- 1 ლიმონი, ძალიან თხელ რგოლებად დაჭრილი.
- ახალი პიტნის პატარა ფოთოლები - 12 ც.

აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში დიდ გრაფინში და შედგით მაცივარში მთელი ღამით. დღეში უნდა დალიოთ 1 გრაფინი.



კოქტეილი ამშვიდებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, გამოყავს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან, აჩქარებს მეტაბოლიზმს.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის