თბილისში "ქუსლებზე შეჯიბრი" გაიმართება - ქართველი ქალების უპრეცედენტო რბოლა

თბილისის ცენტრში ქალებისთვის ორიგინალური შეჯიბრი მოეწყობა - მაღალ ქუსლებზე შემდგარი ქალბატონები ერთმანეთს სირბილში შეეჯიბრებიან.

კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის ხელმძღვანელის, შოთა ქელდიშვილის განცხადებით, გარბენში 18-25 წლის 20 გოგონა მიიღებს მონაწილეობას.

გამარჯვებული ჯილდოდ ორკაციან საგზურს მიიღებს, რომლითაც თურქეთში დასვენებას შეძლებს.

შეჯიბრი ქუსლებზე სირბილში საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიება რიყის ტერიტორიაზე 24 ივნისს იგეგმება.