ქალმა მოპარული ვიბრატორი ყველაზე ცუდ ადგილას შეინახა

სამხრეთ კაროლინაში დააპატიმრეს ქალი, რომელმაც სექს სათამაშოს მოპარვა და ბავშვის ეტლში დამალვა სცადა.

აღგზნებული დედა მისტი ენ ლი სექს შოპში თაროებს ათვალიერებდა, როდესაც დააფიქსირეს, როგორ აიღო ვიბრატორი და როგორ შეინახა ეტლში მწოლიარე ბავშვის ზურგს უკან. როდესაც თანამშრომელმა ლი შეაჩერა,
ქალმა ისე დაიწყო მოქცევა, თითქოს ვერ ხვდებოდა, რაში იყო საქმე. პოლიციის მისვლის შემდეგ, ქალი დააკავეს და ბრალი წვრილმანი ქურდობისთვის წაუყენეს.