ეკა ხოფერია და ნანა ლეჟავა კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებენ

ჟურნალისტი ეკა ხოფერია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

ჟურნალისტი ეკა ხოფერია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. ხოფერიას განცხადებით იგი კიწმარიშვილს რამდენიმე კვირის წინ ესაუბრა და მათ ბიზნეს გეგმებზე ისაუბრეს:

„თვენახევრის წინ ჟურნალთან დაკავშირებით რაღაც იდეები გვქონდა და რაღაც გეგმებიც გვქონდა. ტელევიზიაზე არაფერი არ უთქვამს, საუბრობდა თავის ბიზნესზე, შემდეგ საარჩევნო კამპანია ჰქონდა“, - განაცხადა ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ.


ჟურნალისტ ნანა ლეჟავას განცხადებით კი მას არ სჯერა ვერსია თვითმკვლელობის შესახებ:

„თქვენ რაც იცით ის ვიცი მეც, ვინაიდან ეროსის ვიცნობ ძალიან დიდიხანი, ვიცი მისი ხასიათი არ მჯერა, რომ მან თავი მოიკლა. ვერ ვიჯერებ და ალბათ ყველა ერთად გავიგებთ რა მოხდა. ბოლოს ვესაუბრე არჩევნების მეორე ტურამდე, როდესაც ჩართვა გვქონდა“, - განაცხადა ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ.