ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი იყო, თუმცა ასეთ მასშტაბურს ნამდვილად არ ელოდა. ექსპერტისთვის უცნობია, მინისტრის 5 ვაკანტურ ადგილს ვინ დაიკავებს.

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი იყო, თუმცა ასეთ მასშტაბურს ნამდვილად არ ელოდა. ექსპერტისთვის უცნობია, მინისტრის 5 ვაკანტურ ადგილს ვინ დაიკავებს. 

“მთავრობაში ცვლილებები მოსალოდნელი და საჭირო იყო, თუმცა ასეთ მასშტაბურს ნამდვილად არ ველოდი. გადაყენებული მინისტრების ნაწილის მიმართ სულ ისმოდა საყვედურები. მათი მუშაობით არც მთავრობა იყო კმაყოფილი. ისინი საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევდნენ
, ახლა მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ. თუმცა ასე უცებ და ასეთი მაშტაბით რამ განაპირობა საკადრო ცვლილებები არ ვიცი. რაც შეეხება სოზარის გადაყვანას დევნილთა მინისტრად, მას რამდენიმე განცხადება ჰქონდა დაწერილი, მას არ უნდოდა იქ მუშაობა, სადაც იყო. თუმცა ერთ ადგილზე თუ ვერ გაართვა თავი სამუშაოს, მეორე ადგილზე როგორ გაართმევს თავს, არ ვიცი. ვინ დაიკავებს 5 მინისტრის ვაკანტურ ადგილს წარმოდგენა არ მაქვს, ისე უცებ მოხდა ყველაფერი”, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე თქმით, ხოკრიშვილის გარემოს დაცის მინისტრად გადაყვანა მისმა კარგად მუშაობამ განაპირობა, თუმცა დასძინა, რომ “გოგალაძის საწინააღმდეგოც არაფერი აქვს სათქმელი”.

“ხოკრიშვილის გადაყვანა გარემოს დაცვის სამინისტროში გასამართლებელია. მე როგორც ვიცი, ელგუჯას პროფესიული განათლება აქვს ეკოლოგიის კუთხით. პლიუს ამას, მან ინფრასტრუქტურის მინისტრად მუშაობის რამდენიმეთვიანი პრაქტიკით აჩვენა, რომ კარგად ართმევს თავს სამუშაოს, საკმაოდ მუყაითად იმუშავა. თუმცა ხათუნა გოგალაძის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს სათქმელი, მას საკმაოდ რთული მემკვიდრეობა დარჩა. ძალიან რთული იყო ამ სამინისტროს დალაგება”, - განაცხადა არეშიძემ. 


 სოფო კაჭარავა  http://pia.ge/