უცხოელი სტილისტები თავის მოვლის ბუნებრივ საშუალებებს გვიმხელენ


1. ეპილაციის შემდეგ კანზე გაღიზიანებას ასპირინი "ჩაგიქრობათ". ამისათვის დაფხვენით აბი, შეურიეთ იმდენი წყალი, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ და წაისვით პრობლემურ ადგილას. უნდა დააცადოთ გაშრობა.

2. სანამ ფრჩხილებიდან მუქი ფერის ლაკს მოიშორებდეთ, ფრჩხილის გარშემო კოსმეტიკური ზეთი წაისვით. ცხიმის ზოლი ლაკს ფრჩხილის დასვრის საშუალებას არ მისცემს.

3. ფრჩხილზე ლაკის წასმის შემდეგ კოსმეტიკური ზეთი დაიწვეთეთ, რაც ლაკის ფენას უფრო სრიალას გახდის და დაიცავს მას ნაკაწრების გაჩენისგან.


4. თუ ტუჩების გადიდება მომენტალურად, პლასტიკური და კოსმეტიკური ოპერაციების გარეშე გსურთ, წაისვით პიტნის ზეთი. მას მსუბუქი ალერგიული ეფექტი აქვს, რაც ტუჩების სასურველ შეშუპებას გამოიწვევს.

5. თმის კონდიციონერმა უკეთ რომ შეაღწიოს თმის სტრუქტურაში და მეტი ეფექტი მოგცეთ, გამოყენებამდე 15 წუთით ადრე მოათავსეთ ცხელ წყალში, შეათბეთ და გამოიყენეთ.

6. მუწუკის გამო სახეზე გაწითლებას ცხვირის სპრეი მოგიხსნით. სურდოს საწინააღმედგო სპრეი ანთებსაწინააღმდეგოა და მუწუკსაც უშველის.

7. თმის მოცულობის გაზრდას უბრალო შაქრით შეძლებთ. ამისათვის ორ ჩ/კ შაქარს დაასხით წყალი, მოათავსეთ ცარიელ პულივიზატორიან ფლაკონში და შეისხურეთ თმაზე.

8. თუ მელირების შემდეგ თმიდან ყვითელ ფერს ვერ იშორებთ, იმ შამპუნში, რომელსაც ჩვეულებრივ ხმარობთ, ყურძნის წვენის ფხვნილი შეურიეთ (წყალში გასახსნელი წვენები). იისფერი ყვითელ და ფორთოხლისფერს გაგინეიტრალებთ.

9. თუ თმას სახლში იღებავთ, დრო იმ მომენტიდან უნდა დაითვალოთ, როცა ღებვა დაიწყეთ და არა საღებავის თმაზე წასმის დასრულების შემდეგ.

10. რეგულარულად გარეცხეთ მაკიაჟის ღრუბელი და ფუნჯები იმავე შამპუნით, რომლითაც თავს იბანთ.

11. მშრალი ტუშის გასახსნელად ტუბში რამდენიმე წვეთი კოკა-კოლა ჩაასხით.

12. ფორები შეგიკუმშდებათ, თუ ყოველდღიურად სახეზე შავი ჩაის ნაყენს ისხურებთ.

13. იმისათვის, რომ სახეზე მუწუკების წარმოქმნა შეამციროთ, სახეს იმავე პირსახოცით ნუ გაიწმინდავთ, რომლითაც დაბანის შემდეგ თმას იშრობთ. თმის ცხიმოვან უჯრედები სახეზე მუწუკების წარმოქმნის ალბათობას იწვევენ.

14. მუდამ თან იქონიეთ ტუჩის ოქროსფერი ბლესკი. იგი ნებისმიერ ფერს უფრო თბილს გახდის და თქვენს ტუჩებს ბზინვარებასაც შესძენს.

15. მშრალი სახის კანი თუ გაქვთ, საპნის ნაცვლად ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით დაიბანეთ. იგი კანს გამოშრობისგან დაიცავს.