ნაციონალური მოძრაობის განცხადება :
საგანგაშო ამბავი , ბიუჯეტი 10 % – ის ფარგლებში გაირღვა !!!
ახლა უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ 2013 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაირღვა. საშემოსავლო ნაწილში დანაკლისი დაახლოებით 600 მილიონი ლარია, ხოლო ხარჯვით ნაწილში - დაახლოებით 700 მილიონი ლარი. შარშან მთელი წლის განმავლობაში ჩვენ გაფრთხილებდით რომ ეკონომიკასა და ბიუჯეტში პრობლემები იქნებოდა, თუმცა ფინანსთა სამინისტრო ჯიუტად უარყოფდა ამ ფაქტს.
შეგახსენებთ სამინისტროს და მინისტრის მიერ გაკტებეულ რამდენიმე განცხადებას:
a. ‘პროცესები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახალი წლის შემდეგ, არის კარგი და იმედისმომცემი.’ – 12 მარტი
b. ‘ჯერჯერობით, ჩვენ პირველი კვარტლის შედეგებით ვფქირობთ, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრის გადახედვის საფუძველი არ გვაქვს. დაველოდებით აპრილ-მაისს და ამის შემდეგ არ გამოირიცხება, რომ კიდევ უფრო ოპტიმისტები გავხდეთ’ – 3 აპრილი
c. ‘გრძელდება საგადასახადო შემოსავლების კუთხით ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულების ტენდენცია’ – 3 აპრილი
d. ‘2013 წლის 5 თვეში გამოწერილი ჩეკების რაოდენობამ შეადგინა 352, 324,487 ცალი, რაც დაახლოებით 23 მლნ-ით მეტია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (329,714,238 ცალი); საკონტროლო-სალარო აპარატებით ამორტყმული ჩეკების მიხედვით გადახდილი თანხის ოდენობამ 2013 წლის 5თვეში შეადგინა 6,408 მლნ ლარი, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში - 5,406 მლნ ლარი, სხვაობა შეადგენს 1 მილიარდ ლარს’ – 5 მაისი
ანუ, ერთი პრობლემაა, რომ ფინანსთა სამინისტრომ წესიერად ვერ დაგეგმა 2013 წლის ბიუჯეტი, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ნახევარი წლის განმავლობაში თქვენმა უწყებამ ვერ გააცნობიერა ეკონომიკასა და ბიუჯეტში არსებული პრობლემები. ხომ არ ფიქრობთ რომ ასეთ ვითარებაში ადექვატური საქციელი იქნებოდა რომ ფინანსთა მინისტრს პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავზე?
2. სახელმწიფო ხაზინის 2013 წლის ხარჯებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ შემდეგ სურათს: ‘ეკ.საქმიანობაზე’ წლის პირველ 8 თვეში დაიხარჯა 461, ხოლო ბოლო 4 თვეში 469 მილიონი ლარი (ჯამში 730); სახელმწიფო ბიუჯეტის დონირების დაფინანსებული საინვესტიციო პროექტები: წლის პირველ 8 თვეში დაიხარჯა 343 მილიონი ლარი, ბოლო 4 თვეში 371 მილიონი ლარი (ჯამში 714 მილიონი). ანუ, 2013 წლის ბოლო კვარტალში სახელმწიფომ ხაზინიდან გამოუშვა დაახლოებით იმავე ოდენობის ფულის მასა, რაც წინა სამ კვარტალში ერთად აღებული. შედეგად მივიღეთ გაუფასურებული ლარი, რამაც ბუნებრივია გააძვირა იმპორტი. კონკრეტულად, ფასმა მოიმატა საწვავზე, მედიკამენტებზე, სურსათზე, ანუ იმ პროდუქტებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად გრძნობს ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობის ფენა. შესაბამისად გაიზარდა საარსებო მინიმუმიც და 150 ლარიანი პენსია აღარ არის საკმარისი საარსებო მინიმუმს. ხომ არ ფიქრობთ რომ ასეთ ვითარებაში ადექვატური საქციელი იქნებოდა რომ ფინანსთა მინისტრს პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავზე?
3. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი შარშან დაიგეგმა დაახლოებით 900 მილიონი ლარი. სადღაც შუა წელში მოხდა ამ ბიუჯეტის კორექტირება და აღნიშნული სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიარდ ლარამდე. ანუ, პირველი გეგმიდან რამდენიმე თვეში ბ-ნმა ნარმანიამ გადაწყვიტა რომ მას შეეძლო იმაზე მეტი თანხის დახარჯვა ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. რა მოხდა წლის ბოლოს? კორექტირებული ბიუჯეტი გაირღვა 200 მილიონით! ხოლო საწყისი გეგმა გაირღვა 100 მილიონით. ანუ, ბ-ნმა ნარმანიამ 1. თავიდან ხომ ვერ დაგეგმა ბიუჯეტი სწორად, 2. კიდევ უარესი, რამდენიმე თვეში ნაცვლად დაგეგმილი ბიუჯეტის შემცირებისა დაახლოებით 100 მილიონით, ბიუჯეტის გაზრდა მოითხოვა 100 მილიონით. ნარმანიას მხრიდან ბიუჯეტის დაგეგმის უნარ-ჩვევებს რომ თავი დავანებოთ, როდესაც ასეთი მასშტაბის ცდომილება ხდება, ხომ არ ფიქრობთ რომ ასეთ ვითარებაში ადექვატური საქციელი იქნებოდა რომ ფინანსთა მინისტრს პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავზე?
4. ბიუჯეტის სახარჯო ნაწილი წლიურ გეგმასთან შედარებით გაირღვა დაახლოებით 700 მილიონი ლარით. 2013 წელს სახელმწიფომ დახარჯა დაახლოებით 21 მილიონი ლარით ნაკლები ვიდრე 2012 წელს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაირღვა როგორც საშემოსავლო, ისე სახარჯო ნაწილში, გაიზარდა სახელმწიფო ჩინოვნიკების სახელფასო ხარჯები. 2013 წელს ხელფასებზე და პრემიებზე დაიხარჯა წლიური გეგმით გათვალისწინებულზე 7 მილიონი ლარით მეტი, ხოლო 2012 წელთან შედარებით 138 მილიონი ლარით მეტი. ანუ, მთავრობამ 2013 წელს იმუშავა უფრო ნაკლები ვიდრე 2012 წელს, თუმცა ხელფასი აიღო 138 მილიონით მეტი! ფიქრობთ თუ არა, რომ მნიშვნელოვნად გარღვეული ბიუჯეტის პირობებში, როგორც მინიმუმ არაეთიკურია სახელმწიფო ბიუროკრატიის მიერ ხელფასებისა და პრემიების მუხლში ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება და წინა წელთან შედარებით 138 მილიონი ლარით მეტის დახარჯვა?
5. პირვანდელ გეგმასთან შედარებით ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა - გაირღვა დაახლოებით 200 მილიონი ლარით. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია აღჭურვის პროგრამა გაირღვა დაახლოებით 30 მილიონი ლარით (შესრულდა მხოლოდ 22%). ჯანდაცვის სფეროში ქვეყანაში ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის ბოლო კვლევის მიხედვით 117 ათასი ადამიანი დაკარგა კერძო სადაზღვევო სისტემამ და დიდი ალბათობით ყველა ეს ადამიანი კისერზე დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს. მაშინ როდესაც ქვეყანაში ამდენი ადამიანი საჭიროებს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დახმარებას, და როდესაც თქვენი მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტია ჯანდაცვის სფერო, ხომ არ ფიქრობთ რომ ასეთ ვითარებაში ადექვატური საქციელი იქნებოდა რომ ჯანდაცვის მინისტრს პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავზე?
6. 2013 წელს საქართველოს ეკონომიკამ დაკარგა 1,5-დან 2 მილიარდ ლარამდე. სახელმწიფო ბიუჯეტი გაირღვა 600-700 მილიონი ლარით. ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა 4%-მდე. ქვეყანამ დაკარგა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი სავალუტო რეზერვები. კატასტროფული 2013 წლის შედეგების გამო, წელს ქვეყანას უწევს მილიარდ 600 მილიონი ლარი ახალი ვალის აღება. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, რის შედეგადაც ფასებმა მოიმატა პირველადი მნიშვნელობის პროდუქტებზე: სურსათზე, მედიკამენტებზე, საწვავზე. გაიზარდა საარსებო მინიმუმი და პენსიონერის პენსია აღარ არის საკმარისი საარსებო მინიმუმში შემავალი პროდუქტების პაკეტის შესაძენად. ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ რომ ივანიშვილი კმაყოფილდება მხოლოდ ბუტაფორიული სამთავრობო ცვლილებებით და ხელუხლებლად ტოვებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებელ ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს. ხდება, ხომ არ ფიქრობთ რომ ასეთ ვითარებაში ადექვატური საქციელი იქნებოდა რომ ამ მინისტრებს თავად აეღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე?
7. მასწავლებელთა პროფესიული განათლების ხელშეწყობა - აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტს თუ ვნახავთ, 2013 წლის გეგმა გაირღვა 5.6 მილიონი ლარით, ხოლო 2012 წელთან შედარებით დაიხარჯა 3.9 მილიონი ლარით ნაკლები. პროფესიული განათლება, ოცნების ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტი - 2013 წლის გეგმა გაირღვა 5.5 მილიონი ლარით, ხოლო 2012 წელთან შედარებით დაიხარჯა 4 მილიონი ლარით ნაკლები. მეცნიერების აღდგენის პროგრამა – დაგეგმილი 5 მილიონი ლარიდან დაიხარჯა 0 ლარი! სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო, სადოქტორო გრანტები, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა განათლების ბიუჯეტში, ფული რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს მომავალი თაობების განათლებაზე - 2013 წლის გეგმა გაირღვა 11.3 მილიონი ლარით, 2012 წელთან შედარებით დაიხარჯა 2.9 მილიონი ლარით ნაკლები. თუ აქვს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, რა გახდა ბიუჯეტის ამ ხაზებში გარღვევის მიზეზი და რამდენად მოდის ეს მონაცემები შესაბამისობაში ხელისუფოლების მიერ განათლების სფეროს პრიორიტეტულად გამოცხადებასთან?
8. დოკუმენტში სახელწოდებით ‘ძირიტადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები’ წერია, რომ 2014 წლის მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი, იგივე ეკონომიკის მოცულობა) იქნება 29 მილიარდი ლარი (ნომინალში), მაშინ როცა 2013 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის იგივე დოკუმენტში წერა რომ იქნებოდა 32 მილიარდი ლარი. და თვქენი მტავრობა გვიმტკიცებდა რომ ეს რეალისტური გათვლა იყო. ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ 32 მილიარდს საქართველოს ეკონომიკა ახალი გათვლებით მხოლოდ 2015–ში აღწევს. რამდენად ადექვატურია, რომ ასეთი მასშტაბის პრობლემაზე ეკონომიკური ბლოკის არც ერთი მინისტრი არ აგებს პასუხს?
9. 2013 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით საქართველოს ეკონომიკა 2013 წელს უნდა გაზრდილიყო 6%-ით, და ყოველ შემდეგ წელს, 2016 წლის ჩათვლით ასევე 6%-ით. გასაგებია რომ 2013 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ვერ შესრულდა თქვენი მთავრობის მიერ. მაგრამ ამჟამად წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 2014 წელს ზრდა დაგეგმილია 5%-ით. მეტიც 2015 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია ყოველწლიურად 5.5%. ეს ნიშნავს რომ საქართველო რამდენიმე მილიარდი ლარით ღარიბი იქნება 2018 წელს, ვიდრე თქვენ ეს წარმოგედგინათ 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს. რითი არის გამოწვეული თქვენი პროგნოზების ასეთი პესიმისტური ცვლილება?
10. 2013 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის პროგნოზით მთავრობის ვალი (მშპ–სთან მიმართებაში), 2014 წელს უნდა ყოფილიყო 30.7%, ხოლო 2016 წლისთვის უნდა ჩამოსულიყო 27.7%–მდე. 2014 წლის ბიუჯეტით 2014 წელს მთავრობის ვალი იზრდებოდა 35.3%–მდე (თითქმის 3%–იანი ზრდა), ხოლო 2016 წელს რჩებოდა 34.6%–ზე (თითქმის 7%–იანი ზრდა). ახლა წარმოდგენილი ანგარიშში არსებული გათვლებით, 2014 წელს მთავრობის ვალი იზრდებოდა 35.8%–მდე (თითქმის 3%–იანი ზრდა), ხოლო 2016 წელს იგეგმება 34.9%. იგივე ტენდენციაა საშინაო ვალთან მიმართებაშიც. ანუ, დაახლოებით 1,5 წელიწადში სახელმწიფო ვალთან მიმართებაში თქვენი მტავრობის პროგნოზი უკვე 2-ჯერ შეიცვალა და ორივეჯერ უარესობისკენ. თუ შეგიძლიათ ახსნათ რით არის ეს გამოწვეული და ამ ყველაფრის შემდეგ რამდენად აზრი აქვს საერთოდ თქვენი მხრიდან რაიმე სახის გეგმის წარმოდგენას?
11. 2012 წელს საქართველომ თავდაცვაზე დახარჯა დაახლოებით 735 მილიონი ლარი. ქართულმა ოცნებამ თავდაცვის ხარჯები 2013 წელს შეამცირა 660 მილიონ ლარამდე. ხარჯები საქონელსა და მომსახურებაზე შემცირებულია დაახლოებით 120 მილიონი ლარით. 2012 წლის მაჩვენებელს, თქვენი გეგმის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის დაფინანსება აღწევს მხოლოდ 2016 წელს. მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, როდესაც სულ რაღაც 6 წლის წინ ჩვენ გავხდით რუსეთის მხრიდან ღია სამხედრო აგრესიის მსხვერპლი, როდესაც მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში - აი ამ ფონზე, როთი ხსნით თავდაცვის სფეროს დაფინანსებისადმი ასეთ დამოკიდებულებას?
12. 2014 წლის ბიუჯეტში მოცემულ გეგმას თუ გადავხედავთ, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის (35 03) გათვალისწინებული ხარჯები მომავალ 3 წელიწადში ჯამში 20%-ზე ნაკლებით იზრდება (650 მილიონია 2014 წლის გეგმა, 720 მილიონამდე იზრდება 2017 წლისთვის). გამომდინარე იქიდან, რომ თქვენმა მთავრობამ წამოიწყო ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ნებისმიერი ამ სფეროში მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანი გეტყვით რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას. აქედან გამომდინარე, თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ ვინ და როგორ დათვალა, რომ 2017 წელს 720 მილიონი ლარი საკმარისი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის ხარჯების დასაფარად?
13. 2014 წლის ბიუჯეტში მოცემული გეგმის მიხედვით, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება მომავალ 3 წელიწადში, ანუ 2017 წლისთვის, იგეგემება რომ გაიზარდოს დაახლოებით 380 მილიონი ლარით. ეს თანხა მთლიანად რომ გავუშვათ პენსიების ზრდაზე (რაც ცხადია შეუძლებელი იქნება), 2017 წლისთვის ასაკით პენსიონერთა პენსია ვერ მიაწევს 200 ლარს. შეგახსენებთ რომ თქვენი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო დაპირება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იყო 230 ლარიანი პენსია, პლიუს დანამატი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. შემდეგ თქვენ შეცვალეთ აღნიშნული დაპირება და არაერთხელ განაცხადეთ, რომ ეს დაპირება გაცემული იყო 4 წლიანი ვადისთვის. 2014 წლის ბიუჯეტიდან ჩანს, რომ თქვენ ამ დაპირების შესრულებას 2017 წლისთვისაც კი ვერ ახერხებთ. რატომ უმალავთ ამ ინფორმაციას საზოგადოებას?