"ისა რა ქვია... მოგესალმებით", კურიოზი ქრონიკის პირდაპირ ეთერში

"ქრონიკის" წამყვან ნინო ჭანტურაიას პირდაპირ ეთერში კურიოზი შეემთხვა. წამყვანი ეთერში რამდენიმე წამით ადრე ჩართეს, რასაც, როგორც ჩანს, არ ელოდა და კადრში ზურგით აღმოჩნდა, თუმცა არ დაიბნა და ჩვეული ღიმილით მიესალმა მაყურებელს.