რა ემართებათ ქალებს პორნოს ყურებისას

კაცებს არ ვურჩევთ, შეყვარებულს პორნოფილმის ერთობლივად ნახვა შესთავაზონ.

გრონინგენის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ გულახდილი სცენები ქალის ორგანიზმში დამცავ რეაქციას იწვევს, იმის მსგავსს, რომელიც ჩნდება, როდესაც ქალი მისთვის საძულველ კერძს ხედავს.
გულის რევის შეგრძნება ცხიმში მოლივლივე აყროლებული ხორცის დანახვაზე – სხეულის სიგნალია, რომ პროდუქტი არ უნდა ჭამო. ასეა პორნოს შემთხვევაშიც: სქესობრივი აქტი პირველ შემხვედრ პარტნიორთან, თავდაცვის გარეშე (როგორც ხდება ხოლმე მსგავს ფილმებში) – ეს არის საფრთხე, აიკიდო ინფექცია ან დაორსულდე.

პირველ რიგში ქალებს სწორედ ეს საფრთხე წარმოუდგებათ და დამცავი მექანიზმი ერთვებათ. ხანდახან, სწორედ გულის რევის სახით.
ასე რომ, ნუ მოიწადინებთ ქალის გართობას პორნოგრაფიის ყურებით.