გია ბარამიძე „ნაცმოძრაობიდან“ მიდის?!


„ქრონიკის“ წყაროს ინფორმაციით, დეპუტატი პარტიის დეტოვებს და თანაგუნდელების წინააღმდეგ კაპანიაში ჩართვას გეგმავს. 

„ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა უკვე დაიწყეს თავის გადარჩენაზე ინდივიდუალურად ზრუნვა, ისინი საერთო გეგმებს აღარ ენდობიან, პოლიტიკური ალღო ჰკარნახობთ, რომ მიშას პარტია საბოლოოდ დასრულდა. სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც „ნაცმოძრაობის“ დატოვებას აპირებს, გიორგი ბარამიძეა. მეტიც, ამ ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ბარამიძე არა მხოლოდ მშობლიურ პარტიას ტოვებს, მეტიც, თანაგუნდელების წინააღმდეგ ბრძოლასაც გეგმავს, ოღონდაც გადარჩეს.
წყარო აცხადებს, რომ გია ბარამიძის მთავარი იმედი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილია. რამდენიმე დღის წინ გია ბარამიძე უსუფაშვილს შეხვედრია და კონკრეტული წინადადებები შეუთავაზებია. კერძოდ, ის მზად არის, გამოძიებას მისცეს ჩვენება ზურაბ ჟვანიას მკვლელბის იმ დეტალების შესახებ, რაც მისთვის არის ცნობილი. ასევე, მთავარ პროკურატურას, მიაწოდოს „ნაცმოძრაობის“ ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერების შესახებ სისიხლის სამართლის დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის არაერთი დანაშაულის მტკიცებულებები. საქმე ეხება კორუფციულ სქემებს, წამებასა და ძალადობრივ დანაშაულებას, ხელისუფლების ყოფილი პირველი პირების მიერ „შავი ფულის“ გათეთრებას ოფშორულ ზონებში, რაშიც, სავარაუდოდ, თავად ბარამიძეც მონაწილეობდა... „ქრონიკა“ ამ გადაწყვეტილების გადამოწმებას შეეცადა, მაგრამ ამაოდ – თავად ბარამიძეს მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ჩვენს ზარებს არ უპასუხა „ნაციონალთა„ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა და „ნაციონალთა“ პრეს-ცენტის უფროსმა გიორგი პატარაიამ. არც დავით უსუფაშვილმა დაგვდო პატივი და იმ ნომერზე, რომელიც პარლამენტიდან მოგვაწოდეს, არ გვიპასუხა. ყველა მათგანს „ესემეს“ - შეტყობინება გავუგზავნეთ, რა საკითხის შესახებ გვსურდა მათი კომენტარი, მაგრამ არც ამის შემდეგ უპასუხეს ჩვენს ზარებს“, - წერს „ქრონიკა“.