ქრონიკა+" -მა 25-ე ნომერში, ორი კვირის წინ, გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ ნათელმხილველთან ლელა კაკულიასთან. მის წინასწარმეტეყველებებში, გარდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა, ასევე იყო ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა:
„მოხდება კიდევ ერთი სერიოზული მკვლელობა!“ არავინ იცის, ეს წინასწარმეტყველება უკავშირდებოდა თუ არა კონკრეტულად, ეროსი კიწმარიშვილს, მაგრამ სოციალურ ქსელში ამ ტრაგედიის გახმაურების შემდეგ, აქტუალური გახდა ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ცნობილმა ნათელმხილველმა, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება დაინახა 2014 წლის 15 ივლისამდე გაცილებით ადრე, ვიდრე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულს საკუთარ ავტოფარეხში იპოვნიდნენ. შეგახსენებთ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები არ ეთანხმებიან იმ ვერსიას, რომ ეროსი კიწმარიშვილმა სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა.
წყარო: qronikaplus.ge