მამების ემოციური შეხვედრა შვილთან

კანადელმა ფოტოგრაფმა ლინდსი ფოსტერმა გადაიღო ემოციური მომენტი, როცა გეი-წყვილი პირველად ხვდება თავის შვილს, მშობიარობის შემდეგ. პატარა მაილო სუროგატმა დედამ გააჩინა.

ორივე მამამ გულმოდგინედ ემზადებოდა ბავშვის დაბადებისთვის და პერანგებიც კი გაიხდეს, რომ ბავშვს უშუალო კონტაქტი ჰქონოდა მათთან, როგორც ეს დედასთან ხდება ხოლმე. თუმცა ამ სერიოზული მზადების მიუხედავად, ემოციებს მაინც ვერ გაუმკლავდნენ და იტირეს.


ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგი აკრიტიკებდა, ზოგი კი ხოტბას ასხამდა ამ მოვლენას.