კატასტროფა და აბსოლიტურად მიუღებელი იყო რაც გააკეთეს ჩვენი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა

,,კატასტროფა და აბსოლიტურად მიუღებელი იყო რაც გააკეთეს ჩვენი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა,"-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ადამიანის უფლებათა დაცვის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. ხიდაშელმა სახელმწიფო უწყებების მიერ კოლოსალური თანხების პრემიების გაცემის სკანდალთან დაკავშირებით ისაუბრა . მისი თქმით,ის მომავალ სასესიო კვირას, პრემიებთან დაკავშირებით პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ცვლილებას წარადგენს,რათა კანონმდებლობით იქნას დარეგულირებული პრემიების გაცემის საკითხი.


,,კატასტროფა და აბსოლიტურად მიუღებელი იყო რაც გააკეთეს ჩვენი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. მომავალ სასესიო კვირას მე ვაპირებ დავარეგისტრირო საკანონმდებლო ცვლილება პრემიებთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის იმ მარაზმს, რაც ამ ქვეყანაში ბევრი წლის განავლობაში ხდებოდა. ეს ჩვენი ხელისუფლების დროს არ დაწყებულა, მაგრამ ეს არავის არ უხსნის