„სააკაშვილს 5 993 ფუნტი აქვს გადახდილი ამერიკელი მსახიობი ქალის მიერ შიშველი სხეულით შექმნილ ნახატში“

გაზეთი „კვირის ქრონიკა" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფოს კუთვნილი თანხების ხარჯვის არაერთ ფაქტზე წერს.


გაზეთის ინფორმაციით,  მიხეილ სააკაშვილს 5 993 ფუნტი აქვს გადახდილი ამერიკელი მსახიობი ქალის მიერ შიშველი სხეულით   შექმნილ ნახატში. ამასთან, არამიზნობრივად დახარჯულ თანხებს შორის ირიცხება პრეზიდენტის მიერ ამერიკელი ბიზნესმენის კრისტინა ვუსავას სასტუმრო
„რადისონში" ცხოვრების ანაზღაურება და მისთვის ბოტასების შეძენა, რაშიც, საერთო ჯამში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 6 668 ლარი გადაიხადა.


(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"