ინგა გრიგოლია გაბრაზებულია: ''რა ცოდო ხართ, ბატონო მინისტრო''...

ინგა გრიგოლია გაბრაზებულია. მიზეზი კი ერთ-ერთი სამინისტროს პრესცენტრის პასუხი გახლავთ, როდესაც ჟურნალისტმა ეთერში მინისტრის მიწვევის თხოვნით მიმართა. გრიგოლია სამინისტროს არ ასახელებს, თუმცა პრესცენტრს ''სასიამოვნო'' სიურპრიზს სექტემბერში პირდება.

''ერთ-ერთი სამინისტროს პრესცენტრმა თქვა, რომ თურმე თოქ-შოუებში მსჯელობა ფუჭია, ლაყაფიაო... პრესცენტრის აზრით, ლაყაფი და ფუჭია მაყურებლისთვის ახსნა ''ლაივში''. რა ცოდო ხართ, ბატონო მინისტრო, ასეთი პრეს-მრჩეველები რომ გყავთ და ვიზუალიაო თურმე მთავარიო.


გვაქვს ვიზუალური მასალაც და ინფოც, როგორ გირჩევნიათ, ქ-ნო პრეს-მდივანო, სექტემბრიდან გაგაბედნიეროთ ამ მასალით თუ ეხლავე? ჰოდა პრომოში ჩავდოთ თუ პირველი გადაცემისთვის დავიტოვოთ სექტემბრიდან? მგონი სჯობს ,პრომოში ჩავდოთ და თქვენმა მინისტრმა თუ იცის, რომ მისი სახელით ბაქი-ბუქობთ ''რეაქციაში'' ჩემი მინისტრი არასოდეს მივაო'' - წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის