მაკა ჩიჩუა პამპადურივით ცდილობს პრეზიდენტის საყვარლების სიაში არ ჩაიკარგოს

მორიგი სკანდალური მასალა, რომელიც გასულ კვირას გიორგი მარგველაშვილზე compromat.com-მა გამოაქვეყნა, ასევე უცებ მოედო სრულიად ინტერნეტ სივრცეს. მასალა სათაურით "პრეზიდენტი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა" ireporter.ge -მაც გამოაქვეყნა. "ინტრიგები მარგველაშვილის ირგვლივ" აქტუალური იყო forum.ge-ზეც, სადაც ეს თემა დღესაც გახსნილია და უამრავი „მიმომხილველი“ ჰყავს.
სხვათაშორის, ეს პირველი სკანდალური მასალა არ არის, პრეზიდენტის შესახებ, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი ვებგვერდები აქვეყნებენ. მეტიც უკვე პერმანენტული სახე აქვს, თუმცა რატომღაც იგივე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ან თავად პრეზიდენტის მხრიდან ამ თემას არანაირი გამოხმაურება არ აქვს. როგორც ჩანს გიორგი მარგველაშვილს თმენის ვალდებულება აქვს, თუმცა მაინც უცნაურია, რომ მსგავს მასალებზე და ინფორმაციებზე, რომელიც ამ საიტების საშუალებით ვრცელდება სრული იგნორი ცხადდება. მარგველაშვილის გარემოცვიდან მას არც არავინ უარყოფს და არც არავინ ადასტურებს.


comromati.com - ინტრიგები მარგველაშვილის ირგვლივ

დიდი ხნის განმავლობაში, გამოცანად რჩებოდა თუ რატომ გადაწყვიტა გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილის "სამფლობელოში" გადასვლა, რატომ უღალატა საკუთარ შეხედულებებს - მას ადრე ხომ ეგონა, და არაერთხელ საჯაროდაც განუცხადებია, რომ პრეზინდეტის ადმინისტრაციაში, რომლის მშენებლობის დროსაც კერძო საკუთრების უფლება არაერთგზის დაირღვა, 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის საშინელებები ბუდობდნენ… მაგრამ ერთ მშვენიერ დილას ქვეყანამ გაიღვიძა და პრეზიდენტი ვერ იპოვამანამ, სანამ თავად მარგველაშვილმა არ დაგვიქნია ხელი სააკაშვილის სამფლობელოდან.

გადაწყვიტა და მორჩა. განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა, მისი სასახლეში გადასვლის შემდეგ იმდენმა სექსუალურმა სკანდალმა გამოჟონდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამართლიანად ითხოვს აღვირახსნილი ჰოლივუდი დაერქვას, სადაც ყველა თავისუფალია და სექსუალურ ფანტაზიებსაც ფართო გასაქანი ეძლევა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კანცელარიაში პრეზინდეტი მარგველაშვილი ამდენს ვერ ბედავდა. ახლა კი სივრცეც მეტი აქვს, მარტოც არის, თან საქმეც არაფერი აქვს… ერთი სიტყვით, გიორგი მარგველაშვილი სექსუალური სკანდალების ეპიცენტრში მოექცა. მის აპარატში დასაქმებული ქალები ხან „ფეისბუქიდან“ ცდილობენ ჩვენი პრეზიდენტის ცდუნებას და ხან ადმინისტრაციის გრძელ დერეფნებში გამომწვევად ჩაცმულები აივლიან და ჩაივლიან. მარგველაშვილსაც სხვა რა საქმე აქვს? ქალების ტრაკებით ერთობა – ყველას უნდა პრეზიდენტის ყურადღება მიიპყროს.

დაძაბულობა, თავის თავს რომ პირველ ლედის ეძახის, იმ ქალსაც ეტყობა. ღია გამოსვლებში ისეთი ჩაბჟირებით უჭირავს პრეზიდენტის მარჯვენა ან მარცხენა მკლავი, თითქოს ადმინისტრაციის მთელ საქალეთს მესიჯს უგზავნის - დაივიწყეთ, ის მაინც ჩემიაო…

ამ მესიჯის ადრესატი ხან ვინ არის და ხან ვინ, სულაც, შესაძლოა, ნებისმიერია, ვისაც ჰგონია, რომ პრეზიდენტს ცოლი არ ჰყავს და თავისუფალია. მაკა ჩიჩუას ეს კომპლექსი უდავოდ აქვს, ამიტომაც, საჯაროდ ეჭიდება ხოლმე მარგველაშვილს მკლავზე.

მაგრამ, როცა პრეზიდენტის ტიტული გაქვს, როცა ადმინისტრაციაში „ცხოვრობ“ და გრძნობ, რომ ყველა ქალი თვალებით გაბამს, თანაც, იცი, რომ მაკა ჩიჩუა არავინ არის და თავისუფალი ხარ, რატომაც არა?

მარგველაშვილის საყვარლებზე სოციალურ ქსელებში ადრეც წერდნენ, მაკა ჩიჩუამ მაშინ ყველაფერი უარყო – არავისზე ვეჭვიანობ, ყველა ჩემი მეგობარიაო… ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ დაიწერა გიორგი მარგველაშვილისა და ქრისტინე გარუჩავას რომანზე. ეს უკანასკენლი მარგველაშვილს პიარად ჰყავდა გაფორმებული, თუმცა, კონკრეტულად რას უპიარებდა უცნობია.

„ასავალ-დასავალმა“ მარგველაშვილის სხვა ქალებზეც დაწერა:

„ერთი შეხედვით ბუნჩულა ფილოსოფოსი პრეზიდენტის გულში რა ვნების ცეცხლიც ტრიალებს, მისი ბიოგრაფიიდანაც ჩანს (პრეზიდენტის რანგმა ეტყობა ვნებები გაუორმაგა), მის ცხოვრებაში იყვნენ თბილისის აღიარებული ლამაზმანები - პირველი მეუღლე და მისი ქალიშვილის - 21 წლის ანას დედა, ტასო ვირსალაძე (უნიჭიერესი ვირსალაძეების ოჯახის შვილი), მეორე მეუღლე – აბაშიძეთა გვარის, მსახიობ გოჩა აბაშიძის ძმისშვილი და დავით ყიფიანის ყოფილი ცოლი, ხათუნა აბაშიძე, ახლანდელი მეგობარი მაკა ჩიჩუა (მხატვარი და ყოფილი ვიზაჟისტი) და ახლადგამოჩენილი პიარმუშაკი ქრისტინე გარუჩავა..“ - წერდა ასავალ-დასავალი.

ისე, გარუჩავაზე თვითგამოცხადებულმა პირველმა ლედიმ ნამდვილად უნდა ინერვიულოს, ის ლამაზთან ერთად ჭკვიანიც არის და წარსულიც უფრო სუფთა აქვს. მარგველაშვილსა და გარუჩავას შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ „ჯიპაში“ დაიწყო, პრეზიდენტმა ის ადმინისტრაციაშიც გადმოიყვანა და ფავორიტებშიც ჩაწერა. კონკურენტი იმდენად ძლიერი იყო და ეჭვიანობაც იმდენად საგრძნობი, რომ ადმინისტრაციაში ამ სექსუალური ინტრიგის მომსწრე ბევრი გახდა, ამბობდნენ, მაკას ქრისტინე ჩაანაცვლებს და მარგველაშვილი მასზე ჯვარსაც დაიწერს და ხელსაც მოაწერსო.

მაკა ჩიჩუას, როგორც ჩანს, არ სურს დაკარგოს პირველი ლედის ტიტული. ქალის შურისძიებაზე სასტიკი კი, როგორც ამტკიცებენ, არაფერია. ამიტომაც, მთელი ეს ინტრიგა იმით დასრულდა, რომ მაკა ჩიჩუა დაფეხმძიმდა. მარგველაშვილმა ისიც გაიგო, რომ მაკა ჩიჩუას სექსუალური ურთიერთობა ვანო მაჭავარიანთან ჰქონდა. როგორც ამბობენ, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, ადმინისტრაციიდან ამიტომაც გამოაძევეს. ამ მიზეზით მაჭავარიანის სამსახურიდან გაგდებას ადმინისტრაციაში მხოლოდ არაოფიციალურად ადასტურებენ.

მოკლედ, ნამდვილი ვერსალია და მაკა ჩიჩუა კი პამპადურივით ცდილობს პრეზიდენტის საყვარლების სიაში არ ჩაიკარგოს. სამაგიროდ, მარგველაშვილს ბევრი აკლია ლუდოვიკო მეთხუთმეტემდე, ამიტომაც სექსუალურ ინტრიგებში ისე იხლართება, რომ თავის დაღწევა უჭირს.

ახლახან, მაკა ჩიჩუას ახალი თავსატეხი გაუჩნდა. არადა, ფეხმძიმედ თუ არის, მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება. მაგრამ ვინ აცდის ოცნებას. ახლა პრეზიდენტის ახალი ფავორიტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, ნინო გოგეშვილია, რომელიც, სხვათა შორის, „ფეისბუქშიც“ ისეთ ფოტოებს დებს, თითქოს მარგველაშვილს უთვლის: არ ინანებო. ჰოდა, არც ინანებდა, ალბათ, ჩიჩუა რომ არ დადგომოდა ერთხელაც თავზე, თანაც, რეზიდენციაში კი არა, დუშეთში, სადაც პრეზიდენტი ცხოვრობს.

მოკლედ, რა დაემართებოდა მაკას თავად წამოიდგინეთ. განრისხებული იყო და ბოლო ხმაზე ყვიროდა. არა რა, არ აცადეს ამ ქალს მარგველაშვილთან მშვიდად ცხოვრება, მარგველაშვილს კი თავის გემოზე გულაობა. მოკლედ, სააკაშვილის ადმინისტრაცია ნამდვილ ხარამხანად იქცა, ხან ვინ არის ფავორიტი და ხან ვინ, მაკას მარგველაშვილის მარჯვენა მკლავი კი მაინც მაგრად უჭირავს… ამბობენ, სასოწარკვეთილია და უკვე ყველაზე ეჭვიანობსო. როგორც ჩანს, შპიონივით დასდევს უკან და რამდენჯერმეც წაასწრო… მარგველაშვილის ჰოლივუდში კი კასტინგი ახალ სექსუალური ინტრიგებში მონაწილე ქალებისთვის გრძელდება, - წერს comromati.com.