სექსუალური მონობა ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე


"ჩვენ ასე რომ ვთქვათ „მოდუნებაში“ ვეხმარებით ბრძოლის შემდეგ. რაღაცით გვაბრუებენ და შემდეგ აკეთებენ ყველაფერს რაც უნდათ"


„ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში ტყვედ აყვანილი ჰყავთ არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალებიც და არასრულწლოვანი გოგონებიც, მაგრამ ამის შესახებ უკრაინული მედია დუმს“,- წერს უკრაინელი ბლოგერი.

„რუსული ტელეარხები კი ამ ყოველივეს კრემლის ბრძანებით მალავენ. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი მარინა კ.-ს მშობლებისგან, მათი 18 წლის ქალიშვილი ერთი თვეა რაც ლუგანსკის ამბოხებულების ძირითად ბაზაში იმყოფება. მასთან ერთად კი ერთ ოთახში კიდევ 40-მდე გოგონა ცხოვრობს, მათი ასაკი 17-დან 22 წლამდეა. მარინას მშობლებმა დახმარება უკრაინის მილიციას სთხოვეს,
დახმარების თხოვნით რუს ჟურნალისტებსაც მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. გუშინ მარინას დედამ სოციალურ ქსელში ჩემი ტელეფონის ნომერი იპოვა, დამირეკა და მომიყვა: 6 ივლისს მარინა პირველად გამოგვეხმაურა, დამირეკა უცნობი ნომრიდან და შემატყობინა, რომ იგი ცოცხალია, მითრხა, რომ იგი ამბოხებულებმა გაიტაცეს, მან დედას უთხრა:

„არ გირეკავ იმიტომ, რომ ამის უფლებას არავის რთავენ. დღეს მოვახერხე ტელეფონის მოპარვა. აქ 40 გოგო ვართ. გვპირდებიან, რომ გამარჯვების შემდეგ გაგვიშვებენ. შენთვის ეს რთული მოსასმენი იქნება, არ გვცემენ თუ ვაკეთებთ იმას, რასაც გვეუბნებიან. ჩვენ ასე რომ ვთქვათ „მოდუნებაში“ ვეხმარებით ბრძოლის შემდეგ. რაღაცით გვაბრუებენ და შემდეგ აკეთებენ ყველაფერს რაც უნდათ. გოგოებს გამუდმებით ცვლიან. ხოლო გოგონები ვინც გაჰყავთ, უკან აღარასდროს ბრუნდებიან. მიშველეთ, ალბათ გავგიჟდები“, - განუცხადა დედას მარინამ“, - წერს ბლოგერი.

ანანო კვაჭანტირაძე  http://www.newposts.ge/