ანრი ჯოხაძე: „...ყველა მაღალ დონეზე დამასკდეს!!!“

როგორც მომღერალი „ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, იგი იმ ჟურნალისტების კითხვებმა გააცხარა, რომლებსაც თბილისის ახალი მერის, დავით ნარმანიას წარმომავლობის მიმართ მისი დამოკიდებულება აინტერესებთ.

 „ეს დღეებია, რამდენიმე ჟურნალისტი მეხმიანება მერის არჩევნებთან დაკავშირებით და კითხვები ფრიად გამაოგნებელია!!!

არასოდეს ვარჩევ ადამიანებს წარმომავლობის მიხედვით, არსებობენ ძირძველი თბილისელები, განუკურნებელი პროვინციალიზმის სინდრომით, ასე რომ, გაიგეთ, ჩემთვის არ არის პრობლემა, დავით ნარმანია საიდან არის წარმოშობით.


P.S დედაჩემი დაიბადა ოზურგეთის რაიონში, გაიზარდა ბათუმში... ჰოო და ვისთვისაც ადამიანის გეოგრაფიული წარმომავლობა ნაკლია, ყველა მაღალ დონეზე დამასკდეს!!!", - წერს ანრი ჯოხაძე.