ჩამოგდებულ ბოინგთან დაკავშირებული უცნაური და აუხსნელი ფაქტები- რაზე ამახვილებს ყურადღებას რუსული მედია

რუსული მედიაში ვრცელდება, 17 ივლისს, უკრაინაში ჩამოვარდნილ ბოინგთან დაკავშირებული უცნაური და აუხსნელი ფაქტები:


 "თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ ცხედრების უმეტესობა შიშველი იყო,  თითქმის ყველა ჩაცმულს კი "Hugo Boss" ერთნარი ტანსაცმელი ეცვა - რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს სამოსი ბითუმად იყო შეძენილი.

ნიდერლანდების, მალაიზიისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების იდეალურად სუფთა, ახალი, დაუზიანებელი პასპორტები - მაშინ როცა ავარიის ადგილზე ხანძარი და ჭუჭყია.


აღმოჩენილი იქნა რამდენიმე  გახვრეტილი პასპორტი ("დირაკოლით" იხვრიტება ან მაკრატლით იჭრება ვადაგასული პასპორტის კუთხე). უცნაური ისაა, რომ არც ერთი ავიარესი არ დაუშვებს მგზავრს ვადაგასული პასპორტით.

ასევე, კატასტროფის ადგილას აღმოჩნდა მთლიანი  boarding pass. მთლიანი, ანუ მგზავრის მონაცემებით. წესითა და რიგით, თვითმფრინავში ასვლის დროს, მგზავრის დასაჯდომი ტალონის კუთხე იხევა, რომელიც რჩება მგზავრს, ხოლო ძირითადი ნაწილი საპასპორტო მონაცემებით, რჩება დედამიწაზე სწორედ იმისათვის, რომ ზუსტად იყოს ცნობილი - ვინ და რამდენი მგზავრი ავიდა თვითმფრინავის ბორტზე.

უფრო მეტიც - რამდენიმე boarding pass  გაფრენის თარიღად 18 ივლისი ეწერა, ანუ ერთი დღით უფრო გვიან. ეს საერთოდ უკვე ფანტასტიკაა.

როცა ჟურნალისტებმა გაშლილი პასპორტების გადაღება და ჩვენება დაიწყეს, იქ ნათლად ჩანდა მგზავრების მონაცემები. უცხოური ფორუმის მომხმარებლებმა არ დაიზარეს და საკუთარი მინი-გამოძიება ჩაატარეს, რომლის დროსაც აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომელთა პასპორტებიც გადაიღეს და აჩვენეს ჟურნალისტებმა, "ნამდვილად არსებობენ" - არსებობს მათი პროფილები "Facebook"-შიც. მაგრამ - ყურადღება! ამ, თითქოსდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ადამიანების პროფილები ერთ და იმავე დღეს აღმოჩნდა დარეგისტრირებული: 2013 წლის 21 აპრილს?!!!??  ყველა პროფილი ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ გარდა ფოტოების, რომელიც ატვირთულია რეგისტრაციის დღეს, გვერდებზე სხვა არაფერია ატვირთული. მათ არ ჰყავთ ფეისბუქმეგობრები, არ გააჩნიათ არანაირი პუბლიკაცია, არანაირი "ლაიქი" - არაფერი! მათი გვერდები ცარიელია.

ნებისმიერი ავიაკატასტროფის დროს, პირველი რასაც ვხედავთ ტელევიზორის ეკრანებზე არის არა თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილი, არამედ არიან დაღუპულთა ახლობლები და ნათესავები, რომლებიც ჯერ კიდევ  აეროპორტში იმყოფებიან. მოკლედ - პირველი დღის განმავლობაში არცერთი ნათესავი ან ახლობელი არ უჩვენებიათ, გამონაკლისი იყო უცნაური წყვილი, ისტერიულად მტირალი მოხუცი (ბორტგამცილებლის დედა) და ვიღაც მამაკაცი. და მხოლოდ მოგვიანებით დაიწყეს "მგზავრების ნათესავების" შეკრება, რომლებიც ერთ სასტუმროში მოათავსეს და თანაც ისინი კომენტარს "ერთხმად" არ აკეთებენ.

უფრო მეტიც - უკვე ცნობილია, რომ  "ბოინგ 777-ის დაღუპული მგზავრების ნათესავებმა ითხოვეს, რომ არ გამოაქვეყნონ ტრაგედიის მსხვერპლთა ფოტოები".  საკვირველია 300 დაღუპული ადამიანის ნათესავებმა ასე ერთხმად როგორ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

რაც შეეხება გვამების მედექსპერტიზას, ის პირველსავე დღეს უნდა ჩატარდეს, რათა ზუსტად დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი. მაგრამ, უცხოელი და  კიევის მედექსპერტები ექსპერტიზის პროცესს აჭიანურებენ.

გაჭიანურებული ექსპერტიზა კი თავის დაღს ასვამს უცნაურ გვამებს - ბევრი მათგანი სისხლისგან დაცლილია და ისეთი სუნი აქვთ, თითქოს ავიაკატასტოფამდე არიან გარდაცვლილები.

რაზე მეტყველებს ეს უცნაურობები - დასკვნა თავად გააკეთეთ".



http://www.geworld.ge/