შოტლანდიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქალის სიარულის მანერა მისი სექსუალურობის მაჩვენებელია. ამის დასამტკიცებლად შოტლანდიაში სპეციალური კვლევაც ჩატარდა, რომლის დროსაც გოგონებს სექსუალურ თემებზე დასმულ კითხვებზე უნდა ეპასუხათ. ტესტებზე პასუხის გაცემის დროს გოგონები დადიოდნენ, რაც მეცნირერებმა ფარული კამერით გადაიღეს და სექსოლოგებს აჩვენეს. სექსოლოგებმა კი თითქმის შეუცდომლად დაადგინეს შეეძლოთ თუ არა გოგონებს სექსის დროს ორგაზმისთვის მიეღწიათ.
აღმოჩნდა, რომ მანდილოსნები, რომლებსაც ორგაზმის მიღწევა არ უჭირთ, სიარულის დროს ფართე ნაბიჯებს დგამენ და თეძოებს არხევენ. თუ ქალი სექსუალურ დისფუნქციას განიცდის, მისი მენჯის კუნთები შეკუმშულია, რაც მისი სიარულის მანერაზე აისახება.
მეცნიერების მტკიცებით, ქალის სიარულის მანერას განსაკუთრებულობას ისიც მატებს, თუ ქალი საკუთარ თავსა და სექსუალურობაში დარწმუნებულია.