ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მსახიობი თინა მახარაძე იმ შედეგებზე საუბრობს, რაც მის მიერ გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებს მოჰყვა. მისი თქმით, მოსაზრებები, რომელიც მან სატელევიო შოუებში დააფიქსირა, საზოგადოების ერთ ნაწილში დიდ აგრესიას იწვევს და ისინი არა მხოლოდ Facebook-ზე სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოიფარგლებიან, არამედ დამოკიდებულებას ქუჩაში გინებითა და სხვა აგრესიული ფორმებითაც გამოხატავდნენ.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
"ადრე ქუჩაში მეტს მაგინებდნენ, ახლა უკვე ნაკლებად, ნახეს, რომ პატრულს ვიძახებ ყველა გინებაზე და შეწყვიტეს, მაგრამ პანიკა არ წყდება. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თუ უცენზურო სიტყვას ვიყენებ, მერე მესმის სხვებისგან, რომ
თურმე შემეძლო უარი მეთქვა ამ ტექსტზე, მაგრამ ისეთი გარყვნილი ვარ, მე მინდოდა ამის თქმა. ან, თუ ანკა გახდილია, ესეც მე მინდოდა და ასე შემდეგ.
არ მინდა, რადგან მსახიობი ვარ განსხვავებულ პოზიციაში ვიყო.
... უფრო ცუდი მხარეც არსებობს, ცრემლსადენი გაზით დავდივარ, რადგან მომყვებიან, სახლთან მელოდებიან, მეძახიან, მემუქრებიან, სიყვარულს მიხსნიან, სახეს იხოკავენ, "ჭედავენ", სრული სიგიჟე ხდება. მოკლედ, ან დედას მაგინებენ, ან ისტერიკაში არიან და მადიდებენ, ეს საინტერესო აღარ არის, დამღალა უკვე".
წყარო ambebi.ge