გაპარსვის შემდეგ თმა რომ დიდხანს არ ამოგივიდეთ

ალბათ ქალების უმეტესობას განსაკუთრებულად ეზარება გაპარსვა. მიუხედავად ამისა, ამ არც თუ ისე სასიამოვნო პროცედურას სხვადასხვა ადგილას ყოველდღიურად მაინც იტარებთ. ლაზერის, ფხრიწისა თუ სხვა თმის მოსაცილებელი პროცედურების გამოგონების მიუხედავად ბევრისთვის გაპარსვა მაინც შეუცვლელ საშუალებად რჩება. 

სპეციალურ ხსნარს, რომლის მომზადებასაც ახლა გასწავლით, ნაწილობრივ მაინც მოგიხსნით პრობლემას. ამ საშუალებას თუ მინიმუმ 3-ჯერ გამოიყენებთ, შედეგს აუცილებლად იგრძნობს. მიაჩვიეთ სხეული მოვლას და გარდა იმისა, რომ თმის ამოსვლის ინტერვალი გაიზრდება, თქვენი კანი გლუვი და ნაზი იქნება.


დაგჭირდებათ: 

2 აბი ასპირინი
1/4 ჭიქა ანადუღარი წყალი
რამდენიმე წვეთი გლიცერინი

მომზადება:

დაფშვენით ასპირინის აბები, დაუმატეთ ანადუღარი წყალი და გლიცერინი. კარგად აურიეთ სანამ ასპირინი მთლიანად არ გაიხსნება. ჩვეულებრივ გაიპარსეთ ფეხები და წაისვით ხსნარი ბამბის ტამპონით.