ქართველი მსახიობის ინტიმური სცენა ამერიკულ სერიალში

15 ივლისს ახალი ამერიკული სერიალის, Matador-ის პრემიერა შედგა, რომელშიც მთავარ როლებს გაბრიელ ლუნა, ნილ ჰოპკინსი, ივეტ მონრეალი, ჯონი კრუსი და სხვები ასრულებენ. სიუჟეტი მოგვითხრობს პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების აგენტ ტონი ბრავოზე, რომელიც CIA-სთან თანამშრომლობას იწყებს, რათა ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის მფლობელი გამოააშკარავოს.
სერიალის მეორე ეპიზოდში, რომელიც ეთერში 22 ივლისს გავიდა, ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ელენე სატინიც გამოჩნდა. ელენე მოწმის როლს თამაშობს, რომელსაც მეგობარი თვალწინ მოუკლეს...

თბილისში დაბადებული 26 წლის ელენე სატინი (იგივე ელენე სხირტლაძე) ამერიკულ კინოინდუსტრიაში რამდენიმე წელია მოღვაწეობს, ბოლო პერიოდში წარმატებულ ნაბიჯებს დგამს კარიერაში და რამდენიმე სერიალშიც გამოჩნდა.