ნინა და იასენია ევროპაში ერთად ისვენებენ

მომღერალი გოგონა აფხაზეთიდან - იასენია არახამია მაყურებელმა ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' გაიცნო. იასენია კარგად ცეკვადა. მასზე პროექტის დაწყებისთანავე ამბობდნენ, რომ მოიგებდა, რადგან წარმოშობით აფხაზეთიდან იყო. 

საქართველოში ხომ მსგავსი პიარით, დაკარგული კუთხის შვილობით, რეალითი შოუს გამარჯვებულები ხშირად ხდებოდნენ. თუმცა პროგნოზმა ამჯერად არ გაამართლა. იასენია პროექტს ფინალამდე გამოეთიშა. 

Rating

ამბობდნენ, რომ ძალიან განაწყენდა, მაგრამ უკმაყოფილება ეთერში არ გამოუთქვამს. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ფინალში იმღერა და მისთვის განკუთვნილი საჩუქარი მეწყვილეს - ლევან ახვლედიანს დაუთმო.

Rating

პროექტის მერე იასენია ნინა წკრიალაშვილთან ერთად ევროპაში გაემგზავრა. იასენიამ საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე ნინასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ვარშავაში პარიზში გამგზავრებამდე არაჩვეულებრივად ერთობოდა. 

მოგვიანებით სოციალურ ქსელში იასენიამ და ნინამ პარიზში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნეს.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის