კირჩხიბი – ის ამ სამეულის ლიდერი სრულიად დამსახურებულად გახლავთ. დიახ, დიახ – დედობას კირჩხიბის ზოდიაქო განაგებს. შესაბამისად, ნებისმიერი ქალი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით ევლინება ქვეყანას მარტივად და უპრობლემოდ ითავისებს ჭეშმარიტი დედის და სანიმუშო მშობლის ფუნქციებს. კირჩხიბებს ზრუნვის ობიექტი ჰაერივით ესაჭიროებათ. შესაბამისად, პატარა უსუსური არსება, რომელიც მთლიანად მასზეა დამოკიდებული აიძულებს კირჩხიბს საკუთარ თავში ნებისმიერი სახის სისუსტე დაძლიოს. როგორც დედა იგი უნიკალურია. თავდადებული საკუთარი შვილებისთვის და მუდამ მზრუნველი, თუნდაც "ბავშვებმა" დიდი ხანია გადააბიჯონ ბავშვობის ასაკს.
ქალწული – ზრუნვა გარშემო მყოფებზე ზოგადად ქალწულის ზოდიაქოს უმთვარესი მოწოდებაა, თუმცა ქალწული განურჩევლად არასოდეს უწვდის ვინმეს დახმარების ხელს. შესაბამისად, არც შვილის ყოლას გეგმავს ხოლმე ამ ნიშნით დაბადებული ქალი გაუაზრებლად და სპონტანურად. თუმცა თუკი დედობის ტვირთის საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა, დედა ქალწული ჭეშმარიტად სანიმუშო დედა ხდება საკუთარი პატარასთვის. იგი არამხოლოდ მზრუნველი, ყურადღებიანი და თავგანწირული მშობელია თავისი ნაშიერისთვის, უფრო მეტიც, მასზე უფრო დიდი მეგობარი, მესაიდუმლე და მხარდამჭერი, როგორც წესი, ბავშვს არ ჰყავს. დედა ქალწულს შვილები ყოველთვის ბოლომდე უყვებიან საკუთარ პრობლემასა და გასაჭირზე. რის ხარჯზეც დედებისა და შვილები პრობლემა ამ ქალთან არ არსებობს.
მორიელი – მკაცრი, ხშირად სპარტანული აღზრდის მეთოდების მომხრე, მაგრამ სამართლიანი მშობელია. მორიელი ქალი უზომოდ გონიერი არსებაა. შესაბამისად, მას შვილის გაზრდა, მარტოსაც არასოდეს გაუჭირდება იმ შემთხვევაში თუ ქმარს უღირს მამად სცნობს თავისი პატარასთვის. ქალი მორიელი ნაკლებად ანებივრებს შვილებს გადამეტებული ფერებით ან საჩუქრებით. იგი იშვიათად ელაპარაკება მათ ენის მოჩლექით და ყოველთვის ცდილობს, მცირე ასაკიდანვე მიაჩვიოს ისინი დისციპლინასა და წესრიგს. მორიელს არასოდეს გამოეპარება რაიმე სახის ნიჭი, რომელიც მის ნაშიერს გააჩნია და მაქსიმალურად დაეხმარება მის განვითარებაში. იგი იმ კატეგორიის დედებს განეკუთვნება, ვისაც გარეგნული სიმკაცრის მიუხედავად შვილები ხანდაზმულ ასაკამდე აღმერთებენ და კომპეტენტური რჩევისთვისაც მიმართავენ.
წყარო: primetimenews.ge