''უზრდელო და უტაქტო, ასფალტზე აღმოცენებულო და ყოვლად უვიცო ხალხო''...

საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას არაერთგვაროვნად შეხვდა ქართული საზოგადოება. სოციალურ ქსელში ზოგი გარდაცვლილი პრეზიდენტის მხოლოდ დადებით მხარეს იხსენებს, ზოგსაც მხოლოდ ცუდი ახსენდება შევარდნაძის მოღვაწეობიდან. იმასაც წერენ, რომ მიცვალებულზე ცუდს არ ამბობენ და ნუ ქილიკობთო, მაგრამ ეს მოწოდება ბევრს ვერ აჩერებს. ყოფილ პრეზიდენტისთვის სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ. 

მომღერალი თეონა კონტრიძე ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა: 


''მომისმინეთ! ჯერ სოფელ მამათიდან წამოდით. გახდით საბჭოთა საქართველოს პირველი პირი. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი და მერე იბაზრეთ რამე. თქვე უზრდელო და უტაქტო, ასფალტზე აღმოცენებულო და ყოვლად უვიცო ხალხო. ფუუუ''! 

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის