ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვიციანის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
"სამწუხარო ერთი რამ არის, ემზარ კვიციანს სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუკერა საქმე, რომელშიც არც კვალიფიკაციით, არც გამოძიებით, კვიციანის ბრალეულობა არ დასტურდება. დღევანდელმა ხელისუფლებამ ის ასე გაიმეტა", - განაცხადა კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა.

ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად წინა ხელისუფლების დროს მიესაჯა. მიმდინარე წლის 28 თებერვალს კი, მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, სამართალდამცველებმა აეროპორტში დააკავეს.