გელა გურალიამ რუსულ შოუში ილია მეორის საგალობელი შეასრულა

ქართველი მომღერალი გელა გურალია რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. "Голос"-ის მესამე სეზონში მიღწეული წარმატების შემდეგ იგი სოლო-კონცერტებს მართავს, ხშირად იწვევენ სხვადასხვა შოუშიც. ამჯერად, ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში გურალიამ საქართველოს პატრიარქის საგალობელი "კირიე ელეისონი" ფანტასტიკურად შეასრულა.