17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს სამსახურის საქმეების პარალელურად საყვარელი ადამიანის პრობლემები უნდა მოაგვაროთ. მოერიდეთ კონფლიქტს და ეცადეთ, მეტი კომფორტი შეუქმნათ მას.

კურო
დროა, უხუცესებს მიმართოთ რჩევისთვის. მათი დარიგებები არარეალურიც რომ მოგეჩვენოთ ნუ შეეწინააღმდეგებით და საპირისპიროს ნუ მოიმოქმედებთ. დრო გიჩვენებთ, რომელია უკეთესი ვარიანტი.


ტყუპი
კარგი დღეა საქმეების დასასრულებლად. დასახული მიზნების განსახორციელებლად. აგრეთვე ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნათესავებთან და საყვარელ ადამიანთან. ხელი არაფერში შეგეშლებათ, იმოქმედეთ!

კირჩხიბი
შეეხმიანეთ ნათესავებს, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. შეიძლება მათ თქვენი დახმარება დასჭირდეთ. კარგი დღეა სამომავლო იდეების, პროექტების ჩამოსაწერად.

ლომი
დაფიქრდით თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. ფული ეკონომიურად ხარჯეთ. უფრო მეტიც, მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. ნუ ენდობით სარეკლამო აქციებს.

ქალწული
სამსახურშიც და სახლშიც კომფორტი უნდა შექმნათ, გარშემო მყოფებთან – ჰარმონიული ურთიერთობა. მეტი ყურადღება მიაქციეთ საოჯახო საქმეებს.

სასწორი
ნუ მოგერიდებათ საკუთარი იდეებისა და აზრების ხმამაღლა გამოთქმის. შეიძლება ყოველივე მოისმინოს ადამიანმა, რომელიც ხელს შეგიწყობთ მათ ასრულებაში. გარშემო მყოფებთანაც მეტად გულახდილი უნდა იყოთ.

მორიელი
თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი დღევანდელი მდგომარეობით, ურთიერთობით; იმ სიტუაციით, რომელშიც აღმოჩნდით, დროა, ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ.

მშვილდოსანი
დღეს სამსახურის საქმეები კარგად წაგივათ და თავს ბედნიერად იგრძნობთ. კარგი დღეა სამომავლო პროექტების განსახილველად. მოერიდეთ ჭორებსა და უსიამოვნებებში გახვევას.

თხის რქა
დღეს საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. შეიძლება ვინმესთვის რაიმეს სწავლამ მოგიწიოთ. ნუ ეტყვით დახმარებისთვის მოსულ ახლობლებს უარს. ეცადეთ, მაქსიმალურად დაეხმაროთ მათ.

მერწყული
დღეს შეიძლება ის იდეები განახორციელოთ, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით. უკეთესობისკენ შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება გარშემო მყოფების მიმართაც.

თევზები
მეტი ყურადღება მიაქციეთ იმ ნიუანსებს, რომლებიც წარმატების, სურვილის ასრულებაში გიშლიან ხელს. დილიდანვე პოზიტიურად განეწყვეთ და ყველა საქმეს ღიმილით მოაგვარეთ.