კოკა ყანდიაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს: შენ ემსახურებოდი და ემსახურები „ნაციონალურ მოძრაობას“ - ესაა შენი არჩევანი


ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის მიერ faceebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2"- ის ეთერში გუშინ მიმდინარე აქციის პირდაპირი ტრანსლაციის დროს შეცდომა გაიპარა, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.


„კოკა, „იმედის" წამყვანს რომ გაეცინა ბენდუქიძის წარდგენის ბოლოს, შენი  „ჟურნალისტური" კრიტიკა არ დამინახავს. შენგან მიკვირს იმ „რუსთავი 2"- ის ლანძღვა, რომელსაც შენი მფარველობა დააბრალეს, როდესაც არ გააკეთეს სიუჟეტი ანაკლიიდან. სადაც ხალხი საოცრებებს ამბობდა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც კოკა ყანდიაშვილი ასე პასუხობს:



„ნანუკა - სიუჟეტი, რომელიც გააკეთა გოგიჩაიშვილმა აკაკიმ - 100% სიცრუეა. ეს ერთი. მეორე -თავად კარგად მოგეხსენება, რომ „იმედის" წამყვანი (მე ასე მგონია) რომ სიუჯეტის დროს ესაუბრებოდა სარედაქციოს და კადრზე რომ გადავიდნენ, ღიმილი გამოჩნდა. ადამიანურად ასე მჯერა - თუმცა თუ ეს ასე არაა, რა თქმა უნდა, დასაგმობია და პასუხი „იმედს" მოჰკითხეთ. მე არ ვარ ადრესატი. არც ის ადამიანი ვარ - ჟურნალისტური კრიტიკით რომ გამოვირჩევი - მაგრამ ნანუკა - შენგან შენიშვნას ნამდვილად არ მივიღებ და ვერ მივიღებ. შენ ემსახურებოდი და ემსახურები „ნაციონალურ მოძრაობას" - და ეს შენი არჩევანია. როდესაც მომწონს შენი გაკეთებული საქმე, ყოველთვის გეუბნევი - როდესაც არ მომწონს - არასდროს ვამბობ ამას. წარმატებები", - პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანს კოკა ყანდიაშვილი.